თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პოლიტიკური პლატფორმა - „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დაფუძნდა

ნახვები: 648 პოლიტიკური პლატფორმა - „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დაფუძნდა

ხალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დაფუძნდა.

პლატფორმის პრეზენტაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გახსნა და გუნდის წევრები წარადგინა: გიორგი ვაშაძე, გია ჯაფარიძე, სოფო ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, ანა მოსაშვილი, თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, ირაკლი ფავლენიშვილი და ლაშა დიაროვი.

„ერთიანობის“ საარჩევნო ნომერი - 5 იქნება.

როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, 26 ოქტომბერს ქვეყნის გადარჩენის შანსია და ახლა არ არის დანაწევრების, დაპირისპირების, ამბიციების ან "ეგოების ჭიდილის" დრო, არამედ ახლა საქართველოსთვის ერთიანობის დროა.

„თქვენს წინაშე ვდგავარ უდიდესი პასუხისმგებლობის შეგრძნებით. პასუხისმგებლობის თითოეული თქვენგანის და ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინაშე. ვინც აცნობიერებს და გრძნობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ჩვენი ქვეყნის გადარჩენის შანსია. ეს არის შანსი, დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული არჩევანი. ეს არის შანსი იმ დაპირისპირების და დანაწევრების მორევიდან, რომელშიც ივანიშვილის 12-წლიანი მმართველობა მიგვათრევს, ამოვიდეთ წელში გამართული, ამაყი და სწორედ ამაყი საქართველო შევიდეს ევროკავშირში.

26 ოქტომბრის არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა რეფერენდუმად აქცია - რეფერენდუმად რუსეთსა და ევროპას შორის. 26 ოქტომბრის არჩევნების წინ, ჩვენი ვალია, ვეძებოთ შეხების წერტილები, ის, თუ რა გვაერთიანებს, ახლა არ არის დანაწევრების, დაპირისპირების, ამბიციების ან ეგოების ჭიდილის დრო. ახლა საქართველოსთვის ერთიანობის დროა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

იპნ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა