კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თიბისი კაპიტალი“ - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა

ნახვები: 550 თიბისი კაპიტალი“ - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა

ეკონომიკის მაღალი ზრდა ივნისშიც ნარჩუნდება. კერძოდ, აპრილში 11.4%-ით და მაისში 9.2%-ით მატების შემდეგ, თიბისის არხებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ივნისში ზრდა ორნიშნა იქნება და შედარებითი ნორმალიზება მხოლოდ სამომავლოდ იქნება თვალსაჩინო, - ამის შესახებ საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანია „თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებულ ყოველთვიურ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაშია ნათქვამი.

ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა.

როგორც მიმოხილვაშია ნათქვამი, ძალზედ ძლიერია ტურისტული შემოდინებები, „მიგრაციის ეფექტი კი, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში დიდწილად სტაბილურია“.

„ეკონომიკის მაღალი ზრდა ივნისშიც ნარჩუნდება. კერძოდ, აპრილში 11.4%-ით და მაისში 9.2%-ით მატების შემდეგ, თიბისის არხებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ივნისში ზრდა ორნიშნა იქნება და შედარებითი ნორმალიზება მხოლოდ სამომავლოდ იქნება თვალსაჩინო. ძალზედ ძლიერია ტურისტული შემოდინებები, მიგრაციის ეფექტი კი, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში დიდწილად სტაბილურია. ასევე აღსანიშნავია, რომ საგადამხდელო ბალანსის მიხედვით, გზავნილების ანალიტიკური შეფასება, განსხვავებით მხოლოდ სწრაფი ფულადი გზავნილების სტატისტიკისაგან, გასულ წელთან შედარებით მზარდ დინამიკას აჩვენებს.

პირველი კვარტლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-თან ფარდობა 5%-ით განისაზღვრა, რაც, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, 2.7%-ის შესაბამისია და ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნიშნულია. ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალშიც სულ მცირე ანალოგიური დინამიკა დაფიქსირდება.

ლარის კურსის მხრივ, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, ბოლო პერიოდში გამყარების ტენდენცია შეინიშნება. თიბისი კაპიტალის გაცვლითი კურსის პროგნოზირების ჩარჩოს მიხედვით, საბაზო სცენარი უფრო ნეიტრალურია. საკუთრივ, წმინდა სავალუტო შემოდინებები ძლიერია, თუმცა, ტრადიციულად, გაცვლით კურსზე სენტიმენტები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით ლარის საშუალო გაცვლითი კურსის მხრივ, შეფასება ასევე დიდწილად ნეიტრალურია, მიუხედავად იმისა, რომ თურქული ლირა კვლავ გაუფასურდა. ევრო-დოლარის წყვილის კუთხით კი, მართალია ე.წ. საშუალოვადიან ინდიკატორებზე დაყრდნობით, თუმცა, ევროს გამყარება მაინც საბაზო სცენარად განიხილება“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა