კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჩვენ წარვადგენთ არა მხოლოდ სუბიექტურ შეფასებებს, არამედ დასაბუთებულ არგუმენტებს სისტემაში არსებულ პრობლემებზე-ჯაფარიძე

ნახვები: 417 ჩვენ წარვადგენთ არა მხოლოდ სუბიექტურ შეფასებებს, არამედ დასაბუთებულ არგუმენტებს სისტემაში არსებულ პრობლემებზე-ჯაფარიძე

დღეს შევჯერდით, რომ წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას იმ პრობლემებზე, რაც სასამართლო სისტემაში მწვავედ დგას და რომელთა აღმოფხვრის გზებსაც შევთავაზებთ „ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმაც თავისი ხედვა უნდა წარმოადგინოს.

„ჩვენ სასამართლო რეფორმის არა მხოლოდ ხედვა გვაქვს, არამედ „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებები დავარეგისტრირეთ. ეს არის ძალიან სერიოზული კანონპროექტი, რომელიც გამოსავალია იმ ვითარებაში, სადაც დღეს ვიმყოფებით. დღეს შევჯერდით, რომ წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას იმ პრობლემებზე, რაც სასამართლო სისტემაში მწვავედ დგას და რომელთა აღმოფხვრის გზებსაც შევთავაზებთ „ქართულ ოცნებას". მმართველმა გუნდმა თავისი ხედვა უნდა წარმოადგინოს და ვნახოთ, სად არის გადაკვეთის წერტილები. თუ ეს წერტილები იქნება რაღაც ნაწილზე, შევეცდებით, საკანონმდებლო ინიციატივების გზით სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები აღმოვფხვრათ.

ჩვენ წარვადგენთ არა მხოლოდ სუბიექტურ შეფასებებს, არამედ დასაბუთებულ არგუმენტებს სისტემაში არსებულ პრობლემებზე. სასამართლო რეფორმას, რომელსაც ჩვენი მეგობრები ითხოვენ, არის გასაღები იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს, ნაბიჯი გადადგას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით. შარშან ქვეყანამ 300 მილიონი ლარი დაკარგა იმის გამო, რომ ის სასამართლო რეფორმები არ გატარდა, რისი პასუხისმგებლობაც აღებული ჰქონდა „ქართულ ოცნებას". თითოეული ჩვენგანი გაცილებით მეტს დავკარგავთ, თუ ის სასამართლო რეფორმები არ გატარდება, რასაც ჩვენგან დასავლელი პარტნიორები ელოდებიან", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტში შეხვედრა გამართეს, რომელზეც სასამართლო რეფორმაზე იმსჯელეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც გატარებულ რეფორმებს შეაფასებს, ასევე მოამზადებს საკუთარ ხედვას.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა