კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მეთიუ მილერი - ნათელი გავხადეთ, რომ საქართველოს მთავრობას მათ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განვსჯიდით

ნახვები: 516 მეთიუ მილერი - ნათელი გავხადეთ, რომ საქართველოს მთავრობას მათ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განვსჯიდით

ნათელი გავხადეთ, რომ საქართველოს მთავრობას მათ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განვსჯიდით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებები დამოკიდებულია ქმედებებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა იღებს.

“თუ გადახედავთ ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენ გადავდგით - ჩვენ ნათელი გავხადეთ, რომ საქართველოს მთავრობას მათ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განვსჯიდით, რომ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებები დამოკიდებულია იმ ქმედებებზე, რომლებსაც ისინი იღებენ.

ასე რომ, თქვენ ნახეთ, რომ სახელმწიფო მდივანმა დააანონსა ჩვენი საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა. ნახეთ, რომ მან პირველი შეზღუდვები, პირველი სანქციები შემოიღო საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ. საქართველოსთან [ურთიერთობების]გადახედვა გრძელდება.

ჩვენ ყოველთვის იმედიანად ვართ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც დემოკრატიული ზომებისკენ გზაზე უკუსვლას ან ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უკუსვლას იწყებს, თავის კურსს შეცვლის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხედავ, რომ ასეთი ქვეყნის ხალხი ამბობს, რომ მათ სურთ კურსის ცვლილება. თუმცა, მაშინ როდესაც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი ცვლილებას განახორციელებენ, ჩვენ ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვავითარებთ ძალიან რეალური შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომ შეიძლება არ განახორციელონ [ცვლილება] და ამას ვაკეთებთ“, - აღნიშნა მილერმა.

ამასთან, მილერმა უპასუხა სანქცირებულ პირთა შესახებ დასმულ კითხვას, მისი თქმით, მათ კანონმდებლობით არ აქვთ ვინაობის გამხელის უფლება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა