კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯო ბაიდენი - წინსვლის საუკეთესო გზა ჩირაღდნის ახალი თაობისთვის გადაცემაა, ეს ჩვენი ერის გაერთიანების საუკეთესო გზაა

ნახვები: 520 ჯო ბაიდენი - წინსვლის საუკეთესო გზა ჩირაღდნის ახალი თაობისთვის გადაცემაა, ეს ჩვენი ერის გაერთიანების საუკეთესო გზაა

წინსვლის საუკეთესო გზა ჩირაღდნის ახალი თაობისთვის გადაცემაა, ეს ჩვენი ერის გაერთიანების საუკეთესო გზაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან გავრცელებული მიმართვისას განაცხადა.

„მჯერა, რომ ჩემი, როგორც პრეზიდენტის მიღწევები, მსოფლიოში ჩემი ლიდერობა, ამერიკის მომავლის შესახებ ჩემი ხედვა - ეს ყველაფერი მეორე ვადას იმსახურებდა. მაგრამ ჩვენი დემოკრატიის გადარჩენას წინ არაფერი არ უნდა აღუდგეს, მათ შორის, პირადი ამბიციები. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ წინსვლის საუკეთესო გზა ჩირაღდნის ახალი თაობისთვის გადაცემაა. ეს ჩვენი ერის გაერთიანების საუკეთესო გზაა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის შემდეგ გავრცელებულ პირველ საჯარო მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა კამალა ჰარისი შეაქო და მას მადლობა გადაუხადა.

„ის ძლიერია, მას შეუძლია და ის ჩემთვის შესანიშნავი პარტნიორი და ჩვენი ქვეყნისთვის შესანიშნავი ლიდერია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაზე ვიქნები კონცენტრირებული, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან გავრცელებული მიმართვისას განაცხადა.

„ეს ნიშნავს, რომ მე შრომისმოყვარე ოჯახებისთვის ხარჯების შემცირებასა და ჩვენი ეკონომიკის ზრდას გავაგრძელებ. მე გავაგრძელებ ჩვენი პირადი თავისუფლებებისა და ჩვენი სამოქალაქო უფლებების დაცვას, ხმის მიცემისა და არჩევანის უფლების ჩათვლით. გავაგრძელებ სიძულვილისა და ექსტრემიზმის დაგმობას, რომ ამერიკაში პოლიტიკური ან სხვა სახის ძალადობის ადგილი არ არის“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გააგრძელებს მუშაობას, რათა აშშ კვლავ ძლიერი და უსაფრთხო დარჩეს.

„ამ საუკუნეში პირველი პრეზიდენტი ვარ, რომელმაც ამერიკელ ხალხს მოახსენა, რომ აშშ არსად მსოფლიოში ომში არ არის. ჩვენ გავაგრძელებთ ღირსეული ქვეყნების კოალიციის გაერთიანებას, რათა პუტინის მიერ უკრაინის ხელში ჩაგდება შევაჩეროთ და მან კიდევ უფრო მეტი ზიანი არ გამოიწვიოს. ჩვენ ნატო-ს გავაძლიერებთ და მე მას კიდევ უფრო ძლიერსა და ერთიანს გავხდი, ვიდრე ოდესმე ჩვენს ისტორიაში ყოფილა. წყნარ ოკეანეში ჩვენი მოკავშირეებისთვის იმავეს კეთებას გავაგრძელებ. იცით, რომ როდესაც მე თანამდებობა დავიკავე, საყოველთაოდ მიღებული თვალსაზრისი იყო, რომ ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუსწრებდა და აჯობებდა. ეს ასე აღარ არის. მე ღაზაში ომის დასასრულებლად, მძევლების სახლში დასაბრუნებლად, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების დასამყარებლად და ამ ომის დასასრულებლად მუშაობას გავაგრძელებ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა