კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯონ კირბი - ისრაელს აქვს უფლება, უპასუხოს გოლანის მაღლობებზე განხორციელებულ თავდასხმას

ნახვები: 448 ჯონ კირბი - ისრაელს აქვს უფლება, უპასუხოს გოლანის მაღლობებზე განხორციელებულ თავდასხმას

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელს აქვს უფლება, უპასუხოს გოლანის მაღლობებზე განხორციელებულ თავდასხმას. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან განაცხადა და დასძინა, რომ აშშ აბსოლუტურად გმობს მომხდარს.

ჯონ კირბის განცხადებით, თავდასხმა „ჰეზბოლას“ მიერ განხორციელდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად „ჰეზბოლა“ ამას უარყოფს.

„ეს მათი რაკეტაა. ის გაშვებულია იმ ტერიტორიიდან, რომელსაც ისინი აკონტროლებენ“, – განაცხადა კირბიმ პრესკონფერენციაზე.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერის თქმით, შეერთებულ შთატებს სჯერა, რომ დიმპლომატიური გადაწყვეტისთვის ჯერ ისევ არსებობს დრო და სივრცე. ამასთან, დასძინა, რომ ის უწყვეტ დისკუსიებს აწარმოებს ისრაელელ და ლიბანელ კოლეგებთან.

„ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი მტკიცეა. ვერც ერთი ერი ვერ მოითმენს ისეთ სერიოზულ საფრთხეებს, რომლებსაც ისრაელელები აწყდებიან“, – აღნიშნა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა.

გოლანის მაღლობების ჩრდილოეთ ნაწილზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია, სულ მცირე, 12-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავებულია 30-მდე ადამიანი. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. ისრაელი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს, რასაც „ჰეზბოლა“ კატეგორიულად უარყოფს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა