კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნების“ მიერ ფინანსურ გამჭვირვალობაზე სხვისთვის პასუხის მოთხოვნა, დაახლოებით ისეთივეა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალი უბიწოებაზე რომ გიკითხავდეს ლექციას

ნახვები: 478 იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნების“ მიერ ფინანსურ გამჭვირვალობაზე სხვისთვის პასუხის მოთხოვნა, დაახლოებით ისეთივეა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალი უბიწოებაზე რომ გიკითხავდეს ლექციას

„ქართული ოცნების“ მიერ ფინანსურ გამჭვირვალობაზე სხვისთვის პასუხის მოთხოვნა, დაახლოებით ისეთივეა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალი უბიწოებაზე რომ გიკითხავდეს ლექციას, - ეს განცხადება მედიასთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

რაც შეეხება პრეზიდენტის, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელებს, ხვიჩიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ნდობის საფუძველი არ მოუცია და მისგან არაფერს განსაკუთრებულს არ ელის.

„საკონსტიტუციო სასამართლოს არ მოუცია საფუძველი, ვთქვათ, რომ ის "ქოცებისგან" დამოუკიდებელი უწყებაა. ყველაზე უცნაური ის გარემოებაა, რომ პრეზიდენტმა საბრძოლველად ის სასამართლო აირჩია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა. დამატებითი ლეგიტიმაციის მიცემა იმ სასამართლოსთვის, სადაც შენ კონსტიტუციის დამრღვევად გამოგაცხადეს, რეკომენდირებული არ უნდა იყოს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა