კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი - „ლელოც“ და მისი გაერთიანებაც ისეთივე სიყალბეა, როგორიც ხაზარაძის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი მითი ანაკლიის კონსორციუმის სახელმწიფოს მიერ შევიწროებაზე

ნახვები: 484 შალვა პაპუაშვილი - „ლელოც“ და მისი გაერთიანებაც ისეთივე სიყალბეა, როგორიც ხაზარაძის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი მითი ანაკლიის კონსორციუმის სახელმწიფოს მიერ შევიწროებაზე

პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილება კიდევ ერთი რგოლია სასამართლოს გადაწყვეტილებებში, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად აგებს, რადგან საკუთარი ქვეყნისა და სიმართლის წინააღმდეგ მოქმედებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ყოველ ჯერზე დასტურდება, რომ ქართველებს და უცხოელებს, რომლებიც თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოს და მართლმსაჯულებას, მხოლოდ საქართველოს და ქართველების დაზიანების ინტერესი ამოძრავებთ.

„ყველას გვახსოვს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარმოებული საქმეები, რომლებიც ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე უამრავჯერ წააგო - რუსთავი 2-ის, მელიას, გვარამიას, სააკაშვილის, დემონსტრაციების კანონიერად დაშლის თუ სხვა საქმეები.

ყოველ ჯერზე დასტურდება, რომ ქართული სახელმწიფო, მისი მმართველობა და მართლმსაჯულება, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედებს; ასევე ყოველ ჯერზე დასტურდება, რომ ქართველებს და უცხოელებს, რომლებიც თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოს და მართლმსაჯულებას, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის დაზიანების ინტერესი ამოძრავებთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი ფინანსური მაქინაციების, ბიუჯეტიდან ფულის მიღების და ხალხის ხარჯზე კიდევ უფრო გამდიდრებისთვის პოლიტიკური ანტურაჟის შექმნა იყო.

„საბოლოოდ გაირკვა, თუ რეალურად რა იყო ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი, პარტია „ლელოს“ შექმნის საფუძველი და, სულ ახლახან, სხვა წვრილ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორის ფსევდოპოლიტიკოსებთან გაერთიანების ნამდვილი არსი - აშკარაა, რომ ეს იყო ფინანსური მაქინაციების, ბიუჯეტიდან ფულის მიღების და ხალხის ხარჯზე კიდევ უფრო გამდიდრებისთვის პოლიტიკური ანტურაჟის შექმნა. საბედნიეროდ, ყველაფერი უფრო ადრე გამოააშკარავა, ვიდრე ხაზარაძე-ჯაფარიძე ოქტომბრის არჩევნებამდე ხალხის ნაწილის მოტყუებას კიდევ ერთხელ შეძლებდნენ.

„ლელოც“ და მისი გაერთიანებაც ისეთივე სიყალბეა, როგორი სიყალბეც აღმოჩნდა ხაზარაძის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი მითი ანაკლიის კონსორციუმის სახელმწიფოს მიერ შევიწროების შესახებ.

ფაქტია, რომ ხაზარაძე ხალხს ხმას და 1,5 მილიარდ აშშ დოლარს სთხოვდა. ფულზე პარიზის არბიტრაჟმა უთხრა უარი. ახლა ჯერი ხალხზეა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა