კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

BBC-იმ მიქაუტაძის „ლიონში“ გადასვლა ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერებს შორის დაასახელა

ნახვები: 826 BBC-იმ მიქაუტაძის „ლიონში“ გადასვლა ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერებს შორის დაასახელა

მიმდინარე ზაფხულში განხორციელებული მნიშვნელოვანი ტრანსფერების შესახებ BBC-იმ სტატია გამოაქვეყნა – სიაში გიორგი მიქაუტაძის „ლიონში“ გადასვლაც მოხვდა.

„ზაფხულში გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი გაიზარდა. ევრო 2024-ის ერთ-ერთი თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი „ლიონმა“ 18,5 მილიონ ევროდ შეიძინა, რამაც ქართველის გასული სეზონის ნაწილობრივი წარუმატებლობა გადაფარა.

გასულ წელს „აიაქსმა“ მიქაუტაძე „მეციდან“ 16 მილიონი ევროდ გადაიყვანა, მაგრამ მიმდინარე წლის იანვარში ფრანგულმა კლუბმა ქართველი თავდამსხმელი იჯარით დაიბრუნა, სეზონის ბოლოს კი ტრანსფერის გამოსყიდვის ოფციით ისარგებლა და 13 მილიონი ევროდ ​დაიბრუნა. 18 დღის შემდეგ მიქაუტაძე, რომელიც ლიონშია დაბადებული და გაზარდილი, მშობლიურ კლუბში, „ლიონში“ დაბრუნდა“, – წერს BBC-ი.

ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერები (BBC-ის ვერსია):

კილიან მბაპე („პარი სენ-ჟერმენი“ – „რეალი“);

სერუ გირასი („შტუტგარტი“ – „დორტმუნდი“);

რობინ ლე ნორმანდი („რეალ სოსიედადი“ – „ატლეტიკო“);

დუგლას ლუი („ასტონ ვილა“ – „იუვენტუსი“);

ალვარო მორატა („ატლეტიკო“ – „მილანი“);

მაიკლ ოლისე („კრისტალ პალასი“ – „ბაიერნი“);

ჟოაუ პალინია („ფულემი“ – „ბაიერნი“);

გიორგი მიქაუტაძე („მეცი“ – „ლიონი“).

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა