კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ადამიანი, რომელიც არ დადის სამსახურში იმსახურებს თუ არა პარლამენტში ყოფნას?!- გია ვოლსკი

ნახვები: 384 ადამიანი, რომელიც არ დადის სამსახურში იმსახურებს თუ არა პარლამენტში ყოფნას?!- გია ვოლსკი

სამი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას ახსენებს, რომ კანონის დაცვა და რეგლამენტის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა და რომ თუ არჩეული დეპუტატი ვერ ასრულებს საკუთარ ფუნქციას, მან პოსტი უნდა დატოვოს.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილება პარლამენტს მოგვიანებით ცნობად მიეწოდება. საბოლოო გადაწყვეტილებას სამი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე კანონმდებელთა უმრავლესობა უკვე პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

"ადამიანი, რომელიც არ დადის სამსახურში და ამავე დროს იმ შანსსაც არ იყენებს, რომ ბოიკოტი გამოაცხადოს და ამ მიზეზით არ იაროს სამსახურში, უბრალოდ არ დადის, იგნორირებას უკეთებს ამომრჩეველს, საკუთარ მანდატს, ობიექტურად ეკუთვნის საკითხის დაყენება, იმსახურებს თუ არა პარლამენტში ყოფნას. ასე რეგლამენტი მოითხოვს," - განაცხადა უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ.

სამი დეპუტატის საპარლამენტო უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ. საუბარია შალვა ნათელაშვილზე, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძეზე. პირველი ორის შემთხვევაში მიზეზი რეგლამენტი და არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენაა; ბადრი ჯაფარიძის საკითხი კი მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს უკავშირდება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა