ზელენსკი: რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა დელეგაციამ მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა
დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებსა და ხუთ პატიმარს ბრალდება წარუდგინეს
მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?

შალვა პაპუაშვილი - თენგიზ ცერცვაძე მსოფლიო დონის ექიმი და მეცნიერი იყო, რომლის სახელს ბევრი წარმატებული პროექტი უკავშირდება

ნახვები: 527 შალვა პაპუაშვილი - თენგიზ ცერცვაძე მსოფლიო დონის ექიმი და მეცნიერი იყო, რომლის სახელს ბევრი წარმატებული პროექტი უკავშირდება

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

პაპუაშვილი თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

„იშვიათად იბადებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდებიან თავის პროფესიულ საქმიანობას და მთლიანად საზოგადოებაში იწვევენ განსაკუთრებულ ნდობას, პატივისცემას და დაფასებას.

თენგიზ ცერცვაძე მსოფლიო დონის ექიმი და მეცნიერი იყო, რომლის სახელს ბევრი წარმატებული პროექტი უკავშირდება. ის იყო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და შიდსთან ბრძოლის აღიარებული ფლაგმანი, რომელმაც ვერაგ ინფექციასთან ბრძოლა ჯერ კიდევ 1983 წელს დაიწყო და საყოველთაო აღიარება მოიპოვა. COVID 19-ის პანდემიის დროს კი ახლოს გაიცნო და შეიყვარა ფართო საზოგადოებამ. მის ყოველ გამოჩენას ჩვენთვის მაშინ მოჰქონდა განსაკუთრებულო სიმშვიდე და იმედი, როცა ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა.

ბატონი თენგიზის გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ სამედიცინო საზოგადოებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ექიმებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს“,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა