ზელენსკი: რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა დელეგაციამ მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა
დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებსა და ხუთ პატიმარს ბრალდება წარუდგინეს
მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?

ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით ფრენები გააუქმეს

ნახვები: 564 ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით ფრენები გააუქმეს

ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით ფრენები გააუქმეს. ინფორმაციას ამის შესახებ ებრაული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰამასთან, ჰეზბოლასა და ირანთან შექმნილი დაძაბულობის ფონზე ფრენები United-მა და Delta-მ გაუქმეს. ავიაკომპანიებმა ფრენები 2 და 6 აგვისტომდე გადადეს. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფრენები British Airways-მაც გააუქმა, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველა რეისი განრიგით ხორციელდება.

ფრენების გაუქმების გამო უამრავი ისრაელელი ქვეყანაში დაბრუნებას  ვერ ახერხებს. ვარაუდობენ, რომ ფრენებს სხვა ავიაკომპანიებიც გააუქმებენ. 

***

ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ჰამასის ლიდერის მკვლელობის გამო, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა.

31 ივლისს, დილას, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია მოკლეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა