Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ენტონი ბლინკენი - ირანმა და „ჰეზბოლამ“ ისრაელს, შესაძლოა, მომდევნო 24 საათში შეუტიონ

ნახვები: 533 ენტონი ბლინკენი - ირანმა და „ჰეზბოლამ“ ისრაელს, შესაძლოა, მომდევნო 24 საათში შეუტიონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კოლეგებს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებიდან განუცხადა, რომ ირანისა და „ჰეზბოლას“ მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმა, შესაძლოა, ორშაბათს დაიწყოს, - ინფორმაციას Axios-ი სატელეფონო ზარის შესახებ ინფორმირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ენტონი ბლინკენი ახლო მოკავშირეებთან სატელეფონო საუბრით შეეცადა დიპლომატიური ზეწოლა მოეხდინა ირანსა და „ჰეზბოლაზე“ მათი მხრიდან შურისძიების მაქსიმალურად შემცირების მიზნით. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, მათი დარტყმების გავლენის შეზღუდვა საუკეთესო შანსია ყოვლისმომცველი ომის თავიდან ასაცილებლად.

წყაროების ცნობით, ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ იცის თავდასხმის ზუსტი დრო, მაგრამ მიიჩნევს, რომ ის შეიძლება დაიწყოს მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში, ანუ უკვე ორშაბათს.

შეგახსენებთ, ირანი და მისი ლიბანელი მოკავშირე “ჰეზბოლა” თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიესა და ბეირუთში „ჰეზბოლას“ სამხედრო მეთაურის ფუად შუკრის მკვლელობებში ისრაელს ადანაშაულებენ და საპასუხო ქმედებებით იმუქრებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა