Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ენტონი ბლინკენი - აშშ ახორციელებს ინტენსიურ დიპლომატიას ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შესამცირებლად

ნახვები: 541 ენტონი ბლინკენი - აშშ ახორციელებს ინტენსიურ დიპლომატიას ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შესამცირებლად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ახორციელებს ინტენსიურ დიპლომატიას ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის შესამცირებლად და მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ესკალაციისგან.

„ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს ესკალაციისგან. ყველა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები დაძაბულობის შესამსუბუქებლად. ესკალაცია არავის ინტერესებში არ შედის. ეს მხოლოდ უფრო მეტ კონფლიქტს გამოიწვევს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა აღნიშნა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამასთან, მოუწოდა მხარეებს, იპოვონ შეთანხმების მისაღწევად სათანადო გზები.

„მნიშვნელოვანია ამ ციკლის გაწყვეტა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევით. ეს, თავის მხრივ, გახსნის უფრო დიდი მშვიდობის შესაძლებლობას არა მხოლოდ თავად ღაზაში, არამედ სხვა რეგიონებშიც, სადაც შესაძლოა, კონფლიქტი გავრცელდეს“, – დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაელ ჰანიე მოკლეს. ირანული მხარე და დაჯგუფება „ჰამასი“ ისმაელ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და შურისძიების პირობას დებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა