სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

ნახვები: 485 ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. საკითხი კენჭისყრაზე კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დააყენეს.

სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შალვა ნათელაშვილისგან განსხვავებით, ელენე ხოშტარიას თავად არ სურს საპარლამენტო საქმიანობა და მანდატის შეწყვეტას თავად ითხოვს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ ამ პოზიციის მიუხედავად, ელენე ხოშტარიას საკითხი დღევანდელ სხდომაზე არ განეხილათ, თავად ხოშტარიასთვის მიემართათ და შემდეგ სხდომაზე მომხდარიყო საკითხზე მსჯელობა.

შალვა შავგულიძის საპასუხოდ, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ვინც ამომრჩეველმა აირჩია, პარლამენტში უნდა იყოს, მაგრამ ვინც საკუთარ უფლებამოსილებას არ ასრულებს, პარლამენტი ვალდებულია, რეგლამენტი დაიცვას და მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტოს.

ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი 14-18 თებერვლის კვირაში პლენარულ სხდომას წარედგინება. გადაწყვეტილების მიღებას პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერა დასჭირდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა