კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თავისუფალი ჭიდაობა | ოლიმპიადაზე დღეს გივი მაჭარაშვილი და გოდერძი ძებისაშვილი იასპარეზებენ

ნახვები: 547 თავისუფალი ჭიდაობა | ოლიმპიადაზე დღეს გივი მაჭარაშვილი და გოდერძი ძებისაშვილი იასპარეზებენ

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ორი ქართველი იასპარეზებს. 97 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ორგზის ჩემპიონი, გივი მაჭარშვილი ტურნირზე მეხუთე ნომრად არის განთესილი. ოლიმპიური თამაშების დებიუტანტი ქართველი ფალავანი მერვედფინალში სამხეთ აფრიკელ დე ლანეს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში კი მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე უკრაინის სახელით მოასპარეზე მჭედლიძისა და თურქ ჩიფჩის შორის გამარჯვებული იქნება.

შეჯიბრზე დღეს გამომსვლელი მეორე ქართველი გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ) მერვედფინალში ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ სომეხ ვაზგენ ტევანიანს დაუპირისპირდება.

წინასწარი შეხვედრები 13:15 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ოლიმპიადის ფინალში ზედიზედ მეორედ იასპარეზებს – ქართველი ფალავანი თავის პრინციპულ მეტოქეს, ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი, რომელშიც გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ოქროსთვის იჭიდავებს, 21:00 საათიდან დაიწყება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა