კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თინა ბოკუჩავა - 26 ოქტომბერს ყველა უყურებს ძალიან დიდი იმედით

ნახვები: 521 თინა ბოკუჩავა - 26 ოქტომბერს ყველა უყურებს ძალიან დიდი იმედით

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან ერთად წყალტუბოს ბაზარში მოსახლეობას შეხვდნენ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს, პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობის პრობლემაა გაუარესებული ეკონომიკურ მდგომარეობა და პროდუქტებზე გაზრდილ ფასები.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მოქალაქეებს მათი საარჩევნო გეგმები და ეკონომიკური ხედვა გააცნეს.

„დღეს, ვიმყოფებით წყალტუბოში, გვაქვს რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის შემოვედით ბაზარში, სადაც არის ძალიან ბევრი ხალხი და ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ ბევრ ადამიანს ვესაუბროთ. სამწუხაროდ, ყველა საუბრობს უმძიმეს პრობლემებზე, რომ ახალგაზრდები მიდიან წყალტუბოდან, მიდიან სოფლებიდან, მოხუცები, რომლებსაც არ ჰყოფნით პენსია, არის ძალიან დაბალი ხელფასები და ზოგადად გაჭირვება 12 წლიანი მმართველობის შედეგად. ამიტომ 26 ოქტომბერს ყველა უყურებს ძალიან დიდი იმედით, როდესაც ერთიანობით ჩვენ შევძლებთ, რომ დავამარცხოთ ეს გაჭირვება და უპერსპექტივობა, რაც ივანიშვილის პარტიამ მოიტანა და ჩვენი ერთიანობით მოვიტანოთ დიდი გამარჯვება. საქართველოს მოქალაქეებს მოვუტანოთ კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყანა შევიყვანოთ ევროკავშირში”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა