თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გიული ალასანია - რაც მაქვს, მშობლებისგან, ბებიასა და ბაბუისგან არის დატოვებული

ნახვები: 906 გიული ალასანია - რაც მაქვს, მშობლებისგან, ბებიასა და ბაბუისგან არის დატოვებული

პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მცირე ნაწილმა მიიტაცა ჩვენი ქვეყანა და ამ ადამიანების მომხვეჭელობას, სიხარბეს არ აქვს საზღვარი. ესენი არასოდეს გაჩერდებიან. ეს მცირე ნაწილი ასამართლებს ჩემს შვილს, რომლის დროსაც ბიუჯეტი გაიზარდა ათჯერ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლოს დღევანდელი პროცესის მიმდინარეობა შეაფასა. „სამარცხვინოა, რაც ხდება. ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, ვიცით, რა ხდება", - აღნიშნა გიული ალასანიამ.

ამასთან, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა, თუ რა ქონებას ფლობს და ვისგან გადაეცა ის.

„მაჩვენეთ დოკუმენტაცია, თქვენზე უკეთ არ ვიცი, რას ვფლობ და ჩემმა ახლობლებმა, ვინც მიცნობს? ერთი ბინაა, რომელიც ჩემი ბებიის და ბაბუისგან არის პეკინის ქუჩაზე. ბათუმშია დაყადაღებული ერთი ბინა, დანარჩენი, რაც მაქვს მშობლებისგან, ბებიისგან და ბაბუისგან მაქვს დატოვებული. ჩემით პრაქტიკულად არაფერი შემიძენია", - განაცხადა გიული ალასანიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარეობს.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა", „დ" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო" უკანონოდ მიენიჭა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა