კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკა მელია - როგორ ვერ უნდა მოვიგოთ თუნდაც ფულის წინააღმდეგ ორჯერ მეტმა ადამიანმა?

ნახვები: 632 ნიკა მელია - როგორ ვერ უნდა მოვიგოთ თუნდაც ფულის წინააღმდეგ ორჯერ მეტმა ადამიანმა?

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას’’ წალენჯიხის ოფისი გაიხსნა.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ აღნიშნა, კოალიცია 4 ნომრით გახდება ცვლილებების მთავარი სიმბოლო ოქტომბრის არჩევნებში, რადგან მხოლოდ კოალიციურ მმართველობას შეუძლია ევროკავშირთან დაახლოება და გაწევრიანება.

„შეუძლებელია ამდენმა ადამიანმა გამარჯვება ვერ მოიპოვოს. რწმენას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ შორს არიან ადამიანები, ვინც უიმედოდ არიან. მინდა მათ ვუთხრა, ვერ გააყალბებენ არჩევნებს. სექტემბრიდან აქ რეალობა იქნება სულ სხვა. 2012 წელს არ სჯეროდა ბევრს ცვლილებების, მაგრამ ხალხმა გადაწყვიტა ის, რაც გადაწყვიტა და ასე იქნება წელსაც. ჩვენ არამარტო გადავწყვიტეთ ცვლილებები, ჩვენ ვმოქმედებთ ამისთვის.

როგორ ვერ უნდა მოვიგოთ თუნდაც ფულის წინააღმდეგ ორჯერ მეტმა ადამიანმა.

კოალიციური ცვლილებები გახდება ცვლილების მთავარ სიმბოლო, სექტემბრიდან კი ვიწყებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას.

26 ოქტომბერს უნდა მოვაწყოთ ზეიმი. ხელისუფლება უნდა დავამარცხოთ და უნდა დავიწყოთ კოალიციური მართვა, რომელიც ევროკავშირთან დაგვაახლოებს და გაგვაწევრიანებს. 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგი ვერ იქნება სხვა, გარდა გამარჯვებისა. მე ყველაფრისთვის მზად ვარ. ჩვენი კოალიციის სხვა ლიდერებთან ერთად, ჩვენ მოგცემთ მაგალითს, რომ უკან არ ვიყურებით”, - განაცხადა მელიამ.

„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები დღეს სამეგრელოს მასშტაბით ოფისებს ხსნიან.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა