ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ინდოეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობისთვის მზად არის - ვერცერთი პრობლემა ვერ გადაწყდება ბრძოლის ველზე

ნახვები: 536 ინდოეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობისთვის მზად არის - ვერცერთი პრობლემა ვერ გადაწყდება ბრძოლის ველზე

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდიაცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობისთვის მზად არის. აღნიშნულის შესახებ ინდოეთის მთავრობის მეთაურმა ვარშავაში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგსა და დიპლომატიას, მშვიდობისა და სტაბილურობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას. ინდოეთი მზადაა, ამაში წვლილი შეიტანოს მეგობრულ ქვეყნებთან ერთად“, – განაცხადა ნარენდრა მოდიმ.

მისივე თქმით, ინდოეთს მტკიცედ სწამს, რომ ვერცერთი პრობლემა ვერ გადაწყდება ბრძოლის ველზე.

თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერის, დონალდ ტუსკის განცხადებით, „ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა მზადყოფნა, პირადად იმუშაოს ომის მშვიდობიან, სამართლიან და სწრაფ დასრულებაზე“.

„დარწმუნებული ვართ, ინდოეთს შეუძლია, ამაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს“, – განაცხადა ტუსკმა.

ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა უკრაინის უფლებაზე, დაიცვას საკუთარი საზღვრები.

„ისტორიამ ასწავლა ჩვენს ხალხებს, რამდენად მნიშვნელოვანია წესების პატივისცემა და საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა“, – განაცხადა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.

ცნობისთვის, ინდოეთის პრემიერი ნარენდრა მოდი პოლონეთში უკრაინაში ვიზიტის წინ ჩავიდა. ნარენდრა მოდი უკრაინაში ვიზიტს 23 აგვისტოსთვის გეგმავს. ეს იქნება ინდოეთის ლიდერის პირველი ვიზიტი უკრაინაში გასული 30 წლის განმავლობაში. მანამდე, რამდენიმე კვირის წინ ინდოეთის პრემიერი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტმა ნარენდრა მოდის რუსეთში ვიზიტი „იმედგაცრუებად“ შეაფასა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა