ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

აშშ უკრაინისთვის 125 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს

ნახვები: 476 აშშ უკრაინისთვის 125 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, - ინფორმაციას Associated Press-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დახმარების ეს პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) საბრძოლო მასალებს, Javelin-ს და უამრავ სხვა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს. იგი ასევე მოიცავს 155 მმ-იან და 105 მმ-იან საარტილერიო საბრძოლო მასალის, სატრანსპორტო საშუალებებს და სხვა აღჭურვილობას.

Associated Press-ი წერს, რომ ოფიციალურმა პირებმა ისაუბრეს ანონიმურობის პირობით, რადგან დახმარება საჯაროდ არ არის გამოცხადებული და ოფიციალური განცხადება შეიძლება გაკეთდეს პარასკევს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს.

Associated Press-ის ცნობით, იარაღის მიწოდება ხდება პრეზიდენტის სპეციალური უფლებამოსილების ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მოდის პენტაგონის მარაგებიდან და უფრო სწრაფად მიწოდებაა შესაძლებელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა