კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ენათმეცნიერი - სიტყვა „გამტარებელი“ ფაქტობრივად გავასინონიმეთ „აგენტთან“ - ვერანაირი მექანიკური ჩანაცვლება შინაარს ვერ შეცვლის - ეჭვი მაქვს, სამუდამოდ დარჩა სიტყვა „გამტარებელს“ „აგენტის“ დაღი

ნახვები: 452 ენათმეცნიერი - სიტყვა „გამტარებელი“ ფაქტობრივად გავასინონიმეთ „აგენტთან“ - ვერანაირი მექანიკური ჩანაცვლება შინაარს ვერ შეცვლის - ეჭვი მაქვს, სამუდამოდ დარჩა სიტყვა „გამტარებელს“ „აგენტის“ დაღი

სიტყვა „გამტარებელი“ ფაქტობრივად გავასინონიმეთ „აგენტთან“ ასეთი მარტივი, მექანიკური ჩანაცვლებით - ვერანაირი მექანიკური ჩანაცვლება ვერ შეცვლის შინაარს,- ამის შესახებ ენათმეცნიერმა, მარინე ბერიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო სარჩელებს განიხილავენ.

მისი თქმით, სიტყვა „აგენტი“ კანონიდან ამოღებულია, მაგრამ ის კანონის ირგვლივ გამართულ დისკურსში დარჩა.

„სიტყვა „აგენტი“ კანონიდან ამოვიღეთ, მაგრამ დარჩა კანონის ირგვლივ გამართულ დისკურსში. კიდევ უფრო მეტი ცუდი საქმე გააკეთა ამ ტერმინმა, „აგენტმა“: სიტყვა „გამტარებელს“, შეიძლებოდა რაღაცნაირად შეენარჩუნებინა ნეიტრალურობის წონასწორობა, მაგრამ ფაქტობრივად ჩვენ ის გავასინონიმეთ „აგენტთან“ ასეთი მარტივი, მექანიკური ჩანაცვლებით. ვერანაირი მექანიკური ჩანაცვლება ვერ შეცვლის შინაარს. პოლიტიკურ მოსაზრებას კი არ გამოვთქვამ. ჩვენი ნება არაა, რას ავსახავთ და რას არა ენაში. ეჭვი მაქვს, სამუდამოდ დარჩა სიტყვა „გამტარებელს“ „აგენტის“ დაღი“,- განაცხადა მარინე ბერიძემ.

გარდა ამისა, ბერიძემ სიტყვების - „უცხოური“; „ძალა“; „ინტერესები“; „გამტარებელი“ , მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სიტყვა „უცხოური“ უფრო ნეიტრალურია, ვიდრე „უცხო“. „ძალა“ არ არის ნეიტრალური, მის მნიშვნელობებში ჭარბობს უარყოფითი, „ინტერესების“ ორი მნიშვნელობიდან ეს სათაური ააქტიურებს მის უარყოფით მნიშვნელობას. „გამტარებელი“ ისედაც არ არის ნეიტრალური, რადგან კაუზალურ შინაარს შეიცავს. მას ისედაც ჰქონდა უარყოფითი დატვირთვა, ხოლო იმისა გამო, რომ ის გახდა „აგენტის“ სინონიმური, მან ეს კიდევ დატვირთა“,- განაცხადა ბერიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა