კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნება“ გათამამებულია არჩევნების შემდეგ

ნახვები: 395 იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნება“ გათამამებულია არჩევნების შემდეგ

„ქართული ოცნება" გათამამებულია არჩევნების შემდეგ და საკუთარ თავს ცუდად მოქცევის უფლებას აძლევს, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებზე, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო ბარიერს შეეხებოდა.

„მივხვდით, რომ „ქართული ოცნება" სერიოზულად ამ თემაზე არ ლაპარაკობს. უბრალოდ, როგორც ბავშვები ერთმანეთს ეჭყანებიან, ზუსტად ასე ეჭყანება ოპოზიციას. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ არანაირ დისკუსიაში ამ თვალსაზრისით არ შევიდეთ და მოვემზადოთ 5 %-იანო ბარიერისთვის შემდეგი არჩევნებისთვის. მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით. მოგეხსენებათ, უბრალოდ, ამან იმდენად არასერიოზული ელფერი მიიღო, რომ გვიტყდება ამ პროცესში მონაწილეობა", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და განიხილავენ ყველა ვარიანტს იმის მიხედვით, რა იქნება მიზანშეწონილი. მისივე თქმით, ის თუ 2024 წლის არჩევნებისთვის რამდენ პროცენტიანი ბარიერის დაწესება იქნება მიზანშეწონილი, გამოჩნდება 2024 წლის წინა პერიოდში.

„5 %-იანი ბარიერი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. მე პირადად, ყველაზე მეტად 5 %-იანი ბარიერი მომწონს და უმრავლესობასაც მაშინ, ყველაზე მეტად მოეწონა 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, მაგრამ ჩვენ ვთქვით და ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ თუ დავინახავთ, რომ 2024 წლისთვის უფრო დაბალი ბარიერი მოგვცემს უკეთეს პოლიტიკურ მოცემულობას, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ ამაზე ძალიან სერიოზულად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა