კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დონალდ ტრამპი კამალა ჰარისთან მორიგ დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, ჰარისის გუნდი დებატებს ითხოვს

ნახვები: 524 დონალდ ტრამპი კამალა ჰარისთან მორიგ დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, ჰარისის გუნდი დებატებს ითხოვს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კამალა ჰარისთან მორიგ დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა თავის სოციალურ ქსელში, Truthsocial-ში დაწერა.

მისი თქმით, გამოკითხვები აჩვენებს, რომ მან დამაჯერებლად გაიმარჯვა კამალა ჰარისთან გამართულ პირველ დებატებში.

„გამოკითხვები ნათლად აჩვენებს, რომ მე მოვიგე დებატები კამალა ჰარისის წინააღმდეგ და მან მაშინვე მოითხოვა მეორე დებატები. ჰარისმა და თაღლითმა ჯომ გაანადგურეს ჩვენი ქვეყანა, მილიონობით კრიმინალი შემოდის შეერთებულ შტატებში, ინფლაციამ გააკოტრა ჩვენი საშუალო კლასი. ეს ყველამ იცის და კამალასა და ჯოს მიერ გამოწვეული ყველა სხვა პრობლემა დეტალურად განვიხილე ჯოსთან პირველი დებატების დროს და ჰარისთან მეორე დებატების დროს. კამალამ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, თუ რა უნდა გაეკეთებინა ბოლო თითქმის ოთხი წლის განმავლობაში. მესამე დებატები არ იქნება!“ – წერს ტრამპი.

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კამალა ჰარისთან მორიგ დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, ჰარისის გუნდმა დებატების ჩატარება მოითხოვა. აღნიშნულის შესახებ კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ჩვენ ვალდებული ვართ, ამომრჩევლებისთვის მორიგი დებატები ჩავატაროთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა