კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კახა კალაძე - გაუგებარია, პრეზიდენტს რა ესაქმება პოლიტიკური პარტიების მოლაპარაკებებში

ნახვები: 564 კახა კალაძე - გაუგებარია, პრეზიდენტს რა ესაქმება პოლიტიკური პარტიების მოლაპარაკებებში

საერთოდ გაუგებარია, პრეზიდენტს რა ესაქმება პოლიტიკური პარტიების მოლაპარაკებებში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის პრეზიდენტის ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ორივე პარტიას, რეალურად, ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს და ამიტომ ცდილობს გაერთიანებას.

„აქ ყველაფერი ძალიან მარტივია, საზოგადოებისთვისაც ცხადი რომ იყოს - ყველაფერი მოდის გარე დირექტივებიდან, უბრალოდ, სრულდება და ამაში ჩართულია სალომე ზურაბიშვილი, ეს ორი პოლიტიკური პარტია. მათ რა თქმა უნდა, ერთმანეთი არ უყვართ, არ მოსწონთ, რეალურად, აცდენილები არიან მსოფლმხედველობითაც, იმიტომ, რომ ერთი მეორეს „თვალთხარიას“ ეძახდა, მეორე „თაღლითს“. ვიცით მათი დამოკიდებულება. აქ თემა არის ის, რომ მათ დაავალეს. ორივეს ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს და სურვილი აქვთ, ამ გაერთიანებით როგორმე ბარიერი გადალახოს. ეს არის ძალიან მარტივად დღევანდელი მოცემულობა“,-განაცხადა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა