კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯო ბაიდენი - რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს

ნახვები: 448 ჯო ბაიდენი - რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში შეხვდა.

შეხვედრაზე ლიდერებმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს, ასევე ქვეყნის მომავალი ევროკავშირსა და ნატო-ში.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის პოზიციები ბრძოლის ველზე. ამიტომ დღეს სიამაყით ვაცხადებ ახალი 2.4 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის შესახებ. ასევე, მივეცი მითითება პენტაგონს, გამოყოს უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების დარჩენილი თანხები ჩემი ვადის ბოლომდე, 20 იანვრამდე“, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინას ჰქონდეს საკმარისი შესაძლებლობები რუსეთის სამომავლო აგრესიისგან თავის დასაცავად. რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს. უკრაინა გაიმარჯვებს და ჩვენ გვერდით დავუდგებით მათ ყოველ ნაბიჯზე“, – აღნიშნა ბაიდენმა.

თავის მხრივ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბაიდენს მხარდაჭერისთვის.

„ძალიან ვაფასებთ, რომ უკრაინა და აშშ გვერდიგვერდ დგანან რუსეთის ამ საშინელი შემოჭრის პირველივე წუთებიდან. თქვენი გადაწყვეტილება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი გამარჯვებისთვის. დღეს დილით შევხვდი სენატსა და წარმომადგენელთა პალატას. მადლობა ურყევი ორპარტიული მხარდაჭერისთვის. ერთად უნდა გავიმარჯვოთ და გავიმარჯვებთ კიდეც“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა