საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ცესკო-ს დისკრიმინაციული გადაწყვეტილებით ემიგრანტებს დამატებით საარჩევნო უბნების გახსნაზე უარი ეთქვათ

ნახვები: 528 პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ცესკო-ს დისკრიმინაციული გადაწყვეტილებით ემიგრანტებს დამატებით საარჩევნო უბნების გახსნაზე უარი ეთქვათ

ცესკო-ს 26 სექტემბრის დისკრიმინაციული გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს ათიათასობით მოქალაქეს ევროპისა და აშშ-ის ქალაქებში დამატებით საარჩევნო უბნების გახსნაზე,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, დღეიდან, 27 სექტემბრიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით, მიმდინარეობს საზღვარგარეთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსი.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები მოახდენენ უპრეცედენტო მობილიზებას, გამოავლენენ სახელმწიფოებრივ და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ხელისუფლების მიერ შექმნილი ბარიერების მიუხედავად, 26 ოქტომბერს მივლენ საარჩევნო უბნებზე და აირჩევენ საქართველოს ევროპულ მომავალს. საზღვარგარეთ არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩასატარებლად, ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია არჩევნებამდე მათი აქტიურობა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა და არჩევნებზე დაკვირვება.

დღეიდან, 27 სექტემბრიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით, მიმდინარეობს საზღვარგარეთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსი. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ: https://konkursi.cec.gov.ge

არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსის მისაღებად უნდა მიმართოთ ცესკო-ში რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს - https://www.cesko.ge“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა