ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

თამარ კორძაია - ივანიშვილი ყოველთვის ძალაუფლების მსურველი იყო და მისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს

ნახვები: 584 თამარ კორძაია - ივანიშვილი ყოველთვის ძალაუფლების მსურველი იყო და მისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს

ის ყოველთვის ძალაუფლების მსურველი იყო და ძალაუფლების შენარჩუნების გზაზე, მისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს - ბეწვის ხიდზე იმიტომ გადის ქვეყანა, რომ ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა დასავლელ პარტნიორებს საქართველოსთვის ზურგი შეექციათ,- ასე გამოეხმაურა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის “ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია, „ქართული ოცნების“ 12-წლიან მმართველობასა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილი რეალობას აცდენილია.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური კუთხით და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი სიმდიდრის გამო ვერ აღიქვამს იმ პრობლემებს, რომელიც სინამდვილეში საზოგადოებაში არსებობს.

„მისი განცხადება რეალობას აცდენილია. ეკონომიკურ ზრდას რაც შეეხება, იმდენად მდიდარია ბიძინა ივანიშვილი, როგორ იზრდება ეკონომიკა ვერ იგრძნობს, რადგან მან არ იცის რა ღირს პური, ზეთი, კარტოფილი. შესაბამისად, ვერ გრძნობს საქართველოს მოქალაქეებს რა აწუხებთ. მე არ ვიცი ვინ ჰყავს ფინანსური მრჩევლები და უხსნიან თუ არა როგორი სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირეა ქვეყანაში.

ჩვენ ვერ ვხედავთ მასშტაბურ პროექტებს, რომელიც ადამიანებს დაასაქმებდა და სიღარიბეს მოსპობდა ქვეყანაში. ეკონომიკური ზრდას, რომელსაც, ამ შემთხვევაში, ქვეყნის მტრები წერენ, ეს იმ კორუფციული ელიტის ჯიბეებში ილექება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებლები არიან. ასევე, მისი პარტნიორები ამხელენ მას ტყუილში. ლავროვი, რომელიც მას ტკბილად ელაპარაკება ტყუილში ამხელს და „აფხაზეთთან და ოსეთთან“ - სწორედ ასე უწოდებს ლავროვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს - შუამავლობისთვის მზაობას გამოთქვამს და მას ეს მოსწონს. ბიძინა ივანიშვილს დავუსვათ კითხვა, ცნობს თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ ქვეყნებად, როგორც ამას რუსეთი აკეთებს. მას ამ მანიპულაციებით ხმების მოპოვება სურს.

ბეწვის ხიდთან დაკავშირებით მე მას ვეთანხმები, ოღონდ არა იმ კუთხით, რომლითაც ის საუბრობს. ბეწვის ხიდზე იმიტომ გადის ქვეყანა, რომ ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა დასავლელ პარტნიორებს საქართველოსთვის ზურგი შეექციათ. საქართველოს მოქალაქეები იმდენად თავგანწირვად ვიბრძვით, რომ ევროკავშირის პერსპექტივა გვქონდეს, რომ მათ ჯერ საქართველოსთან მიმართებაში ხელო არ ჩაუქნევიათ. ისინი მხარს უჭერენ საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს როგორც სახელმწიფოს, მაგრამ ხაზს უსვამენ, რომ მეგობრობა ბიძინა ივანიშვილთან და დღევანდელ ხელისუფლებასთან შეუძლებელია.

რომ გადავხედოთ ბიძინა ივანიშვილის 12 წლიან გამოცდილებას, ვნახავთ, რომ ის 12 წლის წინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა“ და არასამთავრობო სექტორს მადლობას უხდიდა იმ საქმისთვის, რომელსაც ახორციელებდნენ. დღეს კი ნომერ პირველ მტრად გამოაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციები, რა შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის ფსიქიკასა და მსოფლმხედველობაში?“- განაცხადა თამარ კორძაიამ.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობის შედეგებს აჯამებს და აცხადებს, რომ „არ არსებობს თუნდაც ერთი სფერო, რომელზეც ყველაზე მიკერძოებული ადამიანიც კი იტყვის, რომ 2012 წლამდე იყო კარგად, ხოლო 2012 წლის შემდეგ გაუარესდა“. ამასთან, როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, „ქართულ ოცნებას“ 12 წლის განმავლობაში ბეწვის ხიდზე უწევს სიარული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა