კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ომიკრონის შემთხვევაში უმეტესად ვაქცინა არ მუშაობს, მე ვარ აგერ მაგალითი-ირაკლი ღარიბაშვილი

ნახვები: 705 ომიკრონის შემთხვევაში უმეტესად ვაქცინა არ მუშაობს, მე ვარ აგერ მაგალითი-ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ომიკრონის შემთხვევაში ვაქცინა უმეტესად არ მუშაობს, ამის მაგალითი კი თვითონაა - აიცრა, თუმცა მაინც დაემართა. მან ეს ანტივაქსერული განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

ღარიბაშვილმა ამით ახსნა მწვანე პასპორტის გაუქმების გადაწყვეტილება.

"დელტასა და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ ომიკრონის შემთხვევაში, ძალიან ბევრ შემთხვევაში, ალბათ, უმეტესობაში, ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივად ემუქრება ომიკრონი - მე ვარ აგერ მაგალითი, მე მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი ფაიზერის ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა ომიკრონი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აბსოლუტურ შემთხვევებში ეს ვირუსი, იმაზე უფრო მსუბუქად, როცა მე მქონია არაერთი სხვა ვირუსი და 4-ჯერ და 5-ჯერ უფრო რთულად გადამიტანია. ამიტომ მიდგომა შეიცვალა იმიტომ, რომ აზრი დაკარგა ამ ვაქცინის, უკაცრავად, მწვანე ბარათის გამოყენებამ, ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ ამის გაუქმება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამის პარალელურად მან ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიებზე ისაუბრა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა