ზელენსკი: ევროკავშირი უკრაინისთვის საგანგებო დაფინანსების მექანიზმს აამოქმედებს – აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე პოზიციები შევაჯერეთ
სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი ადგილზე დაიღუპა
War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen

საქართველოს ავიაბაზარზე „ტრანსავია ფრანსი“ შემოდის

ნახვები: 898 საქართველოს ავიაბაზარზე „ტრანსავია ფრანსი“ შემოდის

2025 წლიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას. „ტრანსავია ფრანსი“ ( Transavia France) პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 2025 წლის 9 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიაკომპანიასთან ერთწლიანი აქტიური მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.

„2025 წლიდან თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა Air France-KLM ჯგუფთან წარმატებით დასრულდა და საქართველოს ავიაბაზარზე ფრანგულ-ჰოლანდიური მულტინაციონალური საავიაციო ჰოლდინგის კიდევ ერთი ავიაკომპანია შემოდის. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე და ვცდილობთ, საშუალება მივცეთ ჩვენს მგზავრებს ფრენები სხვადასხვა აეროპორტებიდან შევთავაზოთ.

მნიშვნელოვანია, რომ Transavia France თბილისში პარიზის, ორლის აეროპორტიდან იფრენს. რაც ნიშნავს, რომ საფრანგეთის დედაქალაქი საქართველოს დედაქალაქთან უკვე ორი აეროპორტის საშუალებით იქნება დაკავშირებული, ხოლო პარიზის მესამე აეროპორტში (ბოვე) ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება. უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება საშუალება კიდევ უფრო მეტი სიახლე და პირდაპირი ფრენა შევთავაზოთ ჩვენს მგზავრებს“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ცნობისთვის, Transavia France 2006 წელს დაფუძნებული ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც Air France-ისა და ჰოლანდიური Transavia-ს მფლობელობაში შედის. მისი ძირითადი ბაზა პარიზის, ორლის აეროპორტში მდებარეობს. ბილეთების ყიდვა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა