თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

არარატ მირზოიანი - ვხედავთ, რომ აზერბაიჯანს არ სურს, ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას

ნახვები: 492 არარატ მირზოიანი - ვხედავთ, რომ აზერბაიჯანს არ სურს, ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას

სომხეთი ვერ ხედავს აზერბაიჯანის მხრიდან პოლიტიკურ ნებას სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისთვის, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ვარშავაში, უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.

„არსებობს აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების თითქმის საბოლოო პროექტი, მაგრამ არ არის ხელმოწერილი, რადგან აზერბაიჯანი ყოველ ჯერზე ახალ წინაპირობებს აჩენს. ჩვენ ვხედავთ, რომ მათ არ სურთ ხელი მოაწერონ შეთანხმებას“, - აღნიშნა მირზოიანმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანში ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამაა შესათანხმებელი, მაგრამ, მირზოიანის განმარტებით, მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ყველა საკითხს მოიცავს.

„ჩვენ შეგვიძლია ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს და გავაგრძელოთ მუშაობა დარჩენილ საკითხებზე. დიდი სამუშაო ჩატარდა ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ყველა გამოწვევის, ესკალაციისა და სომხეთის ტერიტორიაზე თავდასხმების მიუხედავად. სომხეთი მოლაპარაკებების დროს კონსტრუქციულია“, - განაცხადა მირზოიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა