კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჰაიტიში კრიმინალურმა დაჯგუფებამ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, დაიღუპა, სულ მცირე, 70 ადამიანი

ნახვები: 472 ჰაიტიში კრიმინალურმა დაჯგუფებამ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, დაიღუპა, სულ მცირე, 70 ადამიანი

ჰაიტიში კრიმინალურმა დაჯგუფებამ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, შედეგად, სულ მცირე, 70 ადამიანი დაიღუპა. 6 000-ზე მეტი ადამიანი კი იძულებული გახდა, გაქცეულიყო.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა მასობრივი სროლა ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსთან ახლოს მდებარე ქალაქში დაიწყეს, დაწვეს მანქანები და სახლები.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენელმა, თამინ ალ-ხიტანმა აღნიშნა, რომ დაღუპულებს შორის დაახლოებით 10 ქალი და სამი მცირეწლოვანი ბავშვია. მისივე თქმით, კრიმინალურმა დაჯგუფებამ ცეცხლი წაუკიდა, სულ მცირე, 45 სახლსა და 34 მანქანას.

ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა ბევრად მეტია.

ჰაიტის პრემიერ-მინისტრის, გარი კონილის თქმით, თავდასხმა მოითხოვს გადაუდებელ მკაცრ რეაგირებას.

კრიმინალური დაჯგუფების, „გრან გრიფის“ ლიდერმა, ლუკსონ ელანმა განაცხადა, რომ ეს იყო პასუხი მოქალაქეების დუმილზე მაშინ, როცა პოლიცია მათი დაჯგუფების წევრებს კლავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა