კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალექსანდრე წულაძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელი შეგიწყოთ მასწავლებლებს თვითგანვითარებასა და პროფესიულ წინსვლაში

ნახვები: 560 ალექსანდრე წულაძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელი შეგიწყოთ მასწავლებლებს თვითგანვითარებასა და პროფესიულ წინსვლაში

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრი პედაგოგებს თავდადებისთვის მადლობას უხდის.

„5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. მინდა, ეს ღირსშესანიშნავი თარიღი ყველა პედაგოგს მივულოცო, რომელიც თავისი ყოველდღიური საქმიანობით, დაუღალავი შრომით ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას ემსახურება. ძვირფასო მასწავლებლებო, თქვენ ხართ ჩვენი დროის რეალური გმირები და მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თავდადებისა და თქვენი პროფესიისადმი ერთგულებისათვის.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელი შეგიწყოთ მასწავლებლებს თვითგანვითარებასა და პროფესიულ წინსვლაში. შესაბამისად, შევქმნათ ისეთი სამუშაო პირობები, როგორსაც იმსახურებთ. კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, მთელი გულით წარმატებებსა და კეთილდღეობას გისურვებთ!“ - განაცხადა წულაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა