კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პეტრე ცისკარიშვილი - სულ რაღაც 20 დღეში, 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი იმპიჩმენტს გამოუცხადებს „ოცნების“ რეჟიმს

ნახვები: 532 პეტრე ცისკარიშვილი - სულ რაღაც 20 დღეში, 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი იმპიჩმენტს გამოუცხადებს „ოცნების“ რეჟიმს

სულ რაღაც 20 დღეში, 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი იმპიჩმენტს გამოუცხადებს „ოცნების“ რეჟიმს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას და მათ გაუშვებს სახლში, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის ხელახლა დაწყებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ხალხის არჩევანის დაცვა აუცილებელია, რათა მმართველმა პარტიამ „არჩევნები არ მოიპაროს“.

„სულ რაღაც 20 დღეში, 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი იმპიჩმენტს გამოუცხადებს „ოცნების“ რეჟიმს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას და მათ გაუშვებს სახლში. ამიტომ, აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხის არჩევანი, არ მოაპარვინოთ ეს არჩევნები, არ გავაყალბებინოთ არცერთ უბანზე, ამასთან დაკავშირებით უნდა ვმუშაობდეთ სხვა ოპოზიციონერებთან ერთად და ვართ კიდეც კოორდინაციაში და ეს არის ახლა და შემდეგი ოცი დღის განმავლობაში მთავარი და ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა", - განახადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კვლავ უცხოეთში უნებართვო ვიზიტებია. მისი თქმით, ახალი კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საპარლამენტო არჩევნებამდე შევა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა