კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბენიამინ ნეთანიაჰუ - სწორედ რთულ მომენტებში ჩნდება დიდი შინაგანი ძალა

ნახვები: 478 ბენიამინ ნეთანიაჰუ - სწორედ რთულ მომენტებში ჩნდება დიდი შინაგანი ძალა

როგორც არაერთხელ მომხდარა ისრაელის ისტორიაში, სწორედ რთულ მომენტებში ჩნდება დიდი შინაგანი ძალა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ნეთანიაჰუმ მემორიალურ ცერემონიაზე ვიდეოგანცხადებაში აღნიშნა, რომ 7 ოქტომბერი ქვეყნისთვის ენით აღუწერელი მწუხარების დღე იყო, თუმცა ისრაელი არ დამარცხებულა.

„როგორც ეს არაერთხელ მომხდარა ისრაელის ისტორიაში, სწორედ რთულ მომენტებში ჩნდება დიდი შინაგანი ძალა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნისა და სამშობლოს დასაცავად ერთიანობას გაუსვა ხაზი. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელმა მოახერხა უზარმაზარი სულიერი ძალის მობილიზება, განსაზღვრა ომის მიზნები და ამჟამად ახორციელებს მათ.

მისივე თქმით, ეს მიზნები მოიცავს „ჰამასის“ მმართველობის დასრულებას, ყველა მძევლის დაბრუნებას, ღაზიდან ისრაელისთვის მომავალი საფრთხის აღკვეთას, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მცხოვრებთა უსაფრთხოდ დაბრუნებას საკუთარ სახლებში.

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი იბრძვის „სამყაროში სინათლის მოსატანად, როგორც ხალხი, რომელიც ცდილობს, გაავრცელოს სიკეთე და აღმოფხვრას ბოროტება“.

„ვიდრე მტერი ემუქრება ჩვენს არსებობას და ჩვენი ქვეყნის მშვიდობას – ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. ვიდრე ღაზაში გატაცებულები არიან, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ არ დავთმობთ არც ერთ მათგანს. მე არ დავნებდები, ვიდრე ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ არ დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. 7 ოქტომბერი თაობებისთვის გახდება ჩვენი აღორძინების საფასურის სიმბოლო და გამოხატავს ჩვენი გადაწყვეტილების სიდიადესა და სულის სიძლიერეს. ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას და ერთად  გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა