ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში ადასტურებს
პაპუაშვილი: რეინდერმა მე სამართლის უზენაესობა როგორ უნდა ამიხსნას, ნაცები უჭირდნენ მხარს ევროსაბჭოშიო
"ქართულ ოცნებას" თავზე ჩამოეფშვნათ პროპაგანდა - ჯაფარიძე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაზე
ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს რომ ეუთო/ოდირის დასკვნა არჩევნების არალეგიტიმურობას ადასტურებს
რას გამოიწვევს EQAR-ის გადაწყვეტილება?! - ლაშა მარგიშვილის კომენტარი
22 დეკემბერს, 18:00 საათზე, Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები საპროტესტო მარშს გამართავენ
ჩვენს შეშფოთებებს საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ადასტურებს ეუთო/ოდირის დასკვნა - ეიდე
თეატრალურის სტუდენტები: ვემიჯნებით უნივერსიტეტის სამარცხვინო განცხადებას

ევროკომისიამ მოლდოვასთვის 1.8 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მიიღო

10.10.2024 ნახვები: 269

ევროკომისიამ მოლდოვასთვის 1.8 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მიიღო. დახმარების პაკეტი ქვეყანას ევროკავშირისკენ გზაზე დაეხმარება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლდოვაში ვიზიტის დროს განაცხადა, რის შემდეგაც დახმარების შესახებ დეტალური ინფორმაცია ევროკომისიამ გაავრცელა.

განცხადების თანახმად, ევროკომისიას მოლდოვისთვის 1.8 მილიარდი ევროს ოდენობის “ზრდის გეგმა” მიიღო, რაც ევროკავშირისგან ყველაზე დიდი ფინანსური დახმარების პაკეტია ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ დახმარების პაკეტი გაზრდის მოლდოვის ეკონომიკას, დააახლოებს რეფორმების დაჩქარებით ევროკავშირის წევრობასთან და ქვეყანას მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

“ევროპა მყარად უდგას მოლდოვის გვერდში - დღეს და ჩვენს კავშირამდე გზის ყოველ ნაბიჯზე. მოლდოვური ეკონომიკის ჩვენთან დაახლოება უკვე ახლავე შეგვიძლია. დღეს კიშინიოვში ვარ, რათა დახმარების პაკეტი წარვადგინო, რომელსაც ათწლეულის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის გაორმაგების პოტენციალი გააჩნია. ამის გასაკეთებლად ინვესტირებას ვაკეთებთ სამუშაო ადგილებში, მომსახურებაში და ინფრასტრუქტურაში- ბალტიში და კაჰულში ახალი საავადმყოფოებიდან დაწყებული, დედაქალაქიდან ოდესამდე გზით დამთავრებული. მოლდოვური კომპანიებისთვის ჩვენი საერთო ბაზრის კარებს ვაღებთ. მხარს ვუჭერთ მოლდოვის სარეფორმო ძალისხმევებს”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიშინიოვში.

აღინიშნება, რომ ევროკომისიის ფინანსური დახმარების პაკეტი სამ ელემენტს მოიცავს. პირველია ფინანსური დახმარების გაზრდა, რაშიც მოიაზრება ახალი გზები, ხიდები და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ენერგეტიკის სუბსიდიები, ახალი საავადმყოფოების აშენება, მოლდოვის ევროკავშირის საროუმინგო სივრცეში ინტეგრაცია, ქვეყანაში ინტერნეტის წვდომის გაზრდა და ბიზნესებისთვის დაფინანსებაზე წვდომის გაზრდა.

მეორე ელემენტია მოლდოვისთვის ევროკავშირის საერთო ბაზარზე წვდომის გაზრდა, რაც მოიცავს: საქონლის თავისუფალ მიმოსვლას და მიწოდების ჯაჭვში ინტეგრაციას, სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების გამარტივებას, ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარზე ინტეგრაციას და დეკარბონიზაციას, ციფრულ ბაზარზე ინტეგრაციას და ერთიანი ევრო გადახდების სივრცეზე (SEPA) წვდომას.

მესამე ელემენტია მოლდოვის სოციო-ეკონომიკური და ფუნდამენტური რეფორმების მხარდაჭერა. ევროკომისია აღნიშნავს, რომ მოლდოვა სოციო-ეკონომიკურ სივრცეში ატარებს რეფორმებს, რომლებიც უცხოურ ინვესტიციებს მოიზიდავს, ბიზნეს გარემოს გააუმჯობესებს, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს დაეხმარება, გაზრდის ვაჭრობასა და ექსპორტს.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ მოლდოვისთვის თანხების გადაცემა მას შემდეგ დაიწყება, რაც წინასწარ შეთანხმებული რეფორმები იქნება განხორციელებული. ამოქმედებისთვის ევროკომისიის “ზრდის გეგმა” ევროპარლამენტმა და ევროპულმა საბჭომ უნდა შეისწავლონ და დაამტკიცონ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა