ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დაველოდებით კენჭისყრას და გეგმებთან დაკავშირებით შემდეგ მოგახსენებთ-ბადრი ჯაფარიძე

ნახვები: 416 დაველოდებით კენჭისყრას და გეგმებთან დაკავშირებით შემდეგ მოგახსენებთ-ბადრი ჯაფარიძე

„ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა იქნება აბსურდული გადაწყვეტილება და მის მიმართ პოლიტიკური დევნა.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, სამომავლო გეგმებს კენჭისყრის შემდეგ გააცნობს საზოგადოებას.

„მგონი, ისტორია მეორდება, 90-იანი წლების დასაწყისში ასე შემიწყვიტეს უფლებამოსილება. ვნახოთ, დაველოდოთ კენჭისყრას. მაინტერესებს, კოლეგები, რომლებიც ხმას მისცემენ ამ უკანონო და აბსურდულ გადაწყვეტილებას. კენჭისყრის შემდეგ მოგახსენებთ შემდგომ გეგმებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება. ეს უკვე სამ წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს. ჩვენ ვართ მშვიდად, მტკიცედ. დაველოდებით კენჭისყრას. კენჭისყრას დავესწრები სასესიო დარბაზში. დღევანდელ საქართველოში ყველაფერი მოსალოდნელია, შესაბამისად, ეს მოსალოდნელი იყო, რამდენადაც, როგორც ჩანს, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა მათ განზრახული არც ჰქონდათ. ის იგრძნობოდა გადაწყვეტილებაში, რომელიც მოსამართლეს დააწერინეს. ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა