კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი კუპატაძე - ბილბორდების დაზიანებას ერთი ახსნა აქვს - „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ არჩევნებს აგებს

ნახვები: 520 გიორგი კუპატაძე - ბილბორდების დაზიანებას ერთი ახსნა აქვს - „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ არჩევნებს აგებს

ბილბორდების დაზიანებას ერთი ახსნა აქვს - „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ არჩევნებს აგებს და მისი მთავარი მოწინააღმდეგე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობაა“, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კუპატაძემ განაცხადა.

კუპატაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხთან დამარცხდება.

„ერთადერთი, რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას „ოცნების“ მისამართით, ეს არის შიში. შიში იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, არათუ 60%, არამედ აბსოლუტურად უმცირესობაში არიან და მათ დამარცხებასთან ერთი დღე გვაშორებს. სწორედ ამას ემსახურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბანერების დაზიანებაც, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ამ არჩევნებზე მისი მთავარი კონკურენტი პარტია, რომელიც გაისტუმრებს ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას", არის სწორედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. სწორედ მისდამი შიშის გამო იქცევიან ისინი ასე, მაგრამ ჩვენ ძალიან მშვიდად, მაქსიმალურად ბევრნი უნდა მივიდეთ ხვალ არჩევნებზე, უნდა იყოს მაქსიმალურად მაღალი აქტივობა და ასეთ შემთხვევაში „ოცნება“ წავა სახლში: ისინი დამარცხდებიან ქართველ ხალხთან“, - განაცხადა გიორგი კუპატაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბილბორდებს, ამავე გაერთიანების საწინააღმდეგო ბანერები გადააკრეს.

ბანერებზე გაკეთებულია წარწერა: „ნაცების კლასტერი = უსამშობლო აგენტებს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა