ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts
Russian forces lose another 2,250 soldiers in war against Ukraine over past day
European Defence Innovation Forum to return to The Hague, with special focus on Ukraine`s battlefield experience

თინა ბოკუჩავა - „ქართული ოცნების“ ძალადობრივი ჯგუფები მოცვივდნენ ჩვენს ოფისთან

ნახვები: 441 თინა ბოკუჩავა - „ქართული ოცნების“ ძალადობრივი ჯგუფები მოცვივდნენ ჩვენს ოფისთან

„ქართული ოცნების“ ძალადობრივი ჯგუფები მოცვივდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან - ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც არჩევნებს აგებს, რომელიც უკიდურესად შეშინებულია, ეს არის ხელისუფლება, რომელიც აცნობიერებს, რომ ძალიან მალე ხელისუფლებაში აღარ იქნება, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებში ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს.

„ამ არჩევნებში ვიმარჯვებთ ოპოზიცია, ვიმარჯვებთ ძალიან დამაჯერებლად, მაგრამ თითოეული ხმა უკიდურესად მნიშვნელოვანია. არ გავფლანგოთ არცერთი ხმა. მხარი დავუჭიროთ 5 ნომერს - „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას“, ყველაზე ძლიერ პარტიას, ივანიშვილის მთავარ მოწინააღმდეგეს, პარტიას, რომელიც ყველგან, ყველა უბანზე ყველა ხმისთვის იბრძვის და იბრძოლებს გამარჯვებამდე. იბრძოლებს გამარჯვებამდე, რომელსაც ძალიან მალე ჩვენ ერთად ვიზეიმებთ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მან ასევე ისაუბრა მარნეულში საარჩევნო უბნის დახურვაზე. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს ძალადობით და ბიულეტენების ჩაყრით ძალაუფლება რამენაირად შეინარჩუნოს.

„ცოტა ხნის წინ ჩამოვედი მარნეულიდან, სადაც ასევე ადგილი ჰქონდა ძალადობას, სადაც ხელისუფლება ცდილობს ძალადობით და ბიულეტენების ჩაყრით რამენაირად შეინარჩუნოს ძალაუფლება. ეს არის ხელისუფლება, რომელიც აგონიაშია და ამგვარი აგონია და ისტერიკა, რომლის გამოხატულებაც ვნახეთ აქ, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან რამდენიმე წუთის წინ, არ აშინებს არავის. პირიქით, ეს გვაძლევს რწმენას, რომ ვიმარჯვებთ და ვიმარჯვებთ ძალიან დიდი უპირატესობით. შეიძლება გააუქმოთ 1 ან 2 უბანი მარნეულში ან სხვაგან, მაგრამ ვერ გააუქმებთ იმ დიდ ეროვნულ, ევროპულ გამარჯვებას, რომელსაც ქართველ ხალხთან ერთად რამდენიმე საათში ვიზეიმებთ. არჩევნებში იმარჯვებს ქართველი ხალხი, იმარჯვებს ქვეყნის ევროპული არჩევანი და მარცხდება „ქართული ოცნება“. ძალადობა, რომელსაც ვხედავთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ ისტორიულ არჩევნებში, სადაც მოხდა მთელი საქართველოს კონსოლიდაცია, ივანიშვილი მარცხდება. ზუსტად 2 საათია არჩევნებამდე დარჩენილი. იმისთვის, რომ ძალიან დიდი უპირატესობა გვქონდეს, აუცილებელია, რომ თითოეული თქვენგანი, ვინც ჯერ საარჩევნო უბანთან არ ყოფილა, მივიდეს და გააკეთოს ევროპული არჩევანი. 2 საათში ჩვენ ერთად აღვნიშნავთ დიდ ეროვნულ გამარჯვებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე, ვისთვისაც ძვირფასია ევროპული მომავალი ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის, ამ დიდი გამარჯვების თანამონაწილე ვიყოთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა