კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პრეზიდენტი მოქალაქეებს - ვისაც სურვილი აქვს მონაწილე იყოს ამ ისტორიული ფურცლის, ახლა და აქ უნდა მიხვიდეთ, სხვა დრო აღარ იქნება - თქვენთვის, თქვენი შვილებისა და მომავალი საქართველოსთვის

ნახვები: 442 პრეზიდენტი მოქალაქეებს - ვისაც სურვილი აქვს მონაწილე იყოს ამ ისტორიული ფურცლის, ახლა და აქ უნდა მიხვიდეთ, სხვა დრო აღარ იქნება - თქვენთვის, თქვენი შვილებისა და მომავალი საქართველოსთვის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო უბნების დახურვამდე დარჩენილ მცირე დროში მოქალაქეებს საარჩევნო უბანზე მისვლისა და აქტიურობისკენ მოუწოდებს.

როგორც მან ვიდეომიმართვისას აღნიშნა, მმართველი პარტია მოქალაქეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებს, როცა ამბობს, რომ არჩევნებს იგებს.

მისივე თქმით, პასუხი ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე არის თვითდაჯერება და შედეგებისთვის ევროპულად დალოდება.

„საათზე ნაკლები დარჩა. ვინც არ მისულა უბანზე, ჯერ კიდევ არის დრო, რომ მიხვიდეთ. შემდეგ არ ინანოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლის გადაწყვეტაში არ მიიღეთ მონაწილეობა. დღეს არის ის დღე და ვისაც აქვს სურვილი მონაწილე იყოს ამ ისტორიული ფურცლის, ახლა და აქ უნდა მიხვიდეთ, სხვა დრო აღარ იქნება. თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის და მომავალი საქართველოსთვის.

მინდა უცხოეთში მყოფ ჩვენს ემიგრანტებს გავახსენო ის, რომ 20:00 საათზე ვინც რიგში იქნება, თქვენ გაქვთ უფლება, რომ მოითხოვოთ კომისიიდან ადამიანის გამოსვლა. მან უნდა ჩაიწეროს ყველა იმ ადამიანის სახელი, ვინც იმ დროისთვის უბანზე იქნება და ყველა ამ ადამიანმა უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ეს არის თქვენი უფლება.

მინდა ვუთხრა ადამიანებს, ვინც შეშფოთდა იმით, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები ძალიან არადემოკრატიულად, არაევროპულად აცხადებენ მოვიგეთო. რაღაცა სცენას გავმართავთო, გვაგებინებენ, რომ სპეცრაზმი შევიდა მთავრობის შენობაში. არ შეშინდეთ! ეს ყველაფერი არის თქვენზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე პასუხი არის თვითდაჯერება, არჩევნებში მისვლა და შედეგებისთვის დალოდება. არ ვაპირებ აქ რაიმე სცენა გავმართო. არ ვაპირებ წინმსწრებით რაიმე შედეგები გამოვაცხადო. მე დაველოდები როგორც ევროპელი, ქართველი, როგორც ღირსეული ქართველი, დაველოდები შედეგებს და ყველა ერთად გავიგებთ, როცა დრო მოვა ამ შედეგებს. ასე რომ, ნუ შეშინდებით, ნუ დაიჯერებთ, დაველოდოთ შედეგს, რომელიც იქნება თქვენ მიერ დადებული შედეგი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა