კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი რასა იუკნევიჩიენეს - როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის, ქართველი ხალხია გამოსაცვლელი, საქართველო ქართველი ხალხია და არა მხოლოდ ტერიტორია

ნახვები: 465 შალვა პაპუაშვილი რასა იუკნევიჩიენეს - როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის, ქართველი ხალხია გამოსაცვლელი, საქართველო ქართველი ხალხია და არა მხოლოდ ტერიტორია

როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის ქართველი ხალხია გამოსაცვლელი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება.

როგორც პაპუაშვილი წერს, მიუღებელი და შეურაცხმყოფელია იუკნევიჩიენეს განცხადება, სადაც მან აღნიშნა: „ევროპის კარი იხურება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება, იმათი ხელით, ვინც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა“.

„ადვილი მისახვედრი იყო, რომ ეს ყველაფერი აქამდე მივიდოდა. როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის, ქართველი ხალხია გამოსაცვლელი.

ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლის მხრიდან ამგვარი განცხადება აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.

საქართველო ქართველი ხალხია და არა მხოლოდ მისი ტერიტორია”, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა