ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება - მამუკა მდინარაძე
თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან
რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

ოთარ ჯორჯიკიას კიდევ ერთი აღიარება

12.16.2020 | 11:36 ნახვები: 958

ქართველმა ტენორმა დიდი წარმატებით იმღერა ციურიხის საოპერო თეატრში გამართულ პრემიერაში „სიმონ ბოკანეგრა"

ავტორი - დავით ბუხრიკიძე


ქართველი საოპერო მომღერლების დიდი საერთაშორისო აღიარების ფონზე, კიდევ ერთი წარმატების შესახებ გვინდა მოგითხროთ. მითუმეტეს, როცა ეს გლობალური პანდემიის ფონზე ხდება. ახლახან, დეკემბრის დასაწყისში, ციურიხის საოპერო თეატრში გაიმართა ჯუზეპე ვერდის ოპერის „სიმონ ბოკანეგრას" პრემიერა, სადაც ქართველმა ტენორმა ოთარ ჯორჯიკიამ ერთ-ერთი მთავარი პარტია შასრულა.
ოთარ ჯორჯიკია ახალი თაობის ქართველ ვოკალისტთა წარმომადგენელია, რომელიც ბოლო წლებში ევროპის, ამერიკის და ავსტრალიის საოპერო თეატრების სცენებზე მღერის. მათ შორის აღსანიშნავია „ლა სკალაც".
2003-2007 წლებში სწავლობდა ავსტრიაში, ვენის საშემსრულებლო ხელოვნების სკოლაში, ამავდროულად ირიცხებოდა ვენის მუსიკალური საზოგადოების (Singverein der Gesellschaft der Musikfreunde Wien, Musikverein) გუნდში, რომელიც თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ დირიჟორებთან, როგორებიც არიან ჟორჟ პრეტრი, ვლადიმირ აშკენაზი, ნატალი სტუცმანი და სხვები.

საქართველოში დაბრუნებულმა მომღერალმა სწავლა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში, ნოდარ ანდღულაძის კლასში გააგრძელა. მალე პერსპექტიულ ტენორს საოპერო დადგმებში მთავარი პარტიებიც შესთავაზეს. 2013 წლიდან ოთარ ჯორჯიკია არის თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, სადაც მისი დებიუტი შედგა ვერდის ოპერაში „ბედის ძალაში" (დონ ალვაროს პარტიით).

რაც შეეხება ციურიხის ცნობილი საოპერო თეატრში გამართულ სპექტაკლს, რომელიც დახლოებით 1100 მაყურებელს იტევს: „სიმონ ბოკანეგრას" პრემიერაზე, პანდემიით გამოწვეული მკაცრი შეზღუვების გამო, მხოლოდ 60 მაყურებელი დაუშვეს (!). ამდენად, სპექტაკლზე მოხვედრილ მელომანებს, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებით გაუმართლათ. 

ARTE TV-ის პირდაპირი ტრანსლაციის წყალობით, ოპერის მოყვარულებს მაინც შეეძლოთ თვალყური ედევნებინათ პრემიერისთვის. ცხადია, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ ცნობილი გერმანელი რეჟისორის, ანრეას ჰომოკის დადგმაში გაბრიელე ადორნოს პარტიას ქართველი ტენორი, ოთარ ჯორჯიკია ასრულებს.
გერმანული გამოცემა Das Opernmagazin სპექტაკლისადმი მიძღვნილ რეცენზიაში აღნიშნავს: „ქართველი ტენორი და ციურიხის საერთაშორისო საოპერო სტუდიის ყოფილი წევრი, ოთარ ჯორჯიკია ციურიხის საოპერო სცენას კარგად იცნობს. აქ უკვე იმღერა რამდენიმე ცნობილ პატია და აი, კიდევ ერთი ნამუშევარი - გაბრიელე ადორნო „სიმონ ბოკანეგრაში". მან ამ სპექტაკლშიც შეძლო მაყურებლის დარწმუნება: ძლიერი, ემოციური და შესაფერისი ხმით, რომელიც ოპერის მოყვარულებს კარგად დაამახსოვრდებათ."
როგორც წესი, რეჟისორები და მათ შორის ანდრეას ჰომოკიც, ჯუზეპე ვერდის ამ ოპერის დადგმისას მეორე, გვიანდელ ვერსიას ირჩევენ, რომლის პრემიერა მილანის „ლა სკალაში" - 1881 წლის მარტში გაიმართა. ლიბრეტოს ავტორია ფრანჩესკო მარია პიავე, ანტონიო გარსია გუტიერესის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით.

„სიმონ ბოკანეგრა" ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე პირქუში, მძიმე და გამორჩეული პოლიტიკური შინაარსის ოპერაა ვერდის შემოქმედებაში. გენუის რესპუბლიკის დოჟის, სიმონ ბოკანეგრას პირადი ტრაგედია პოლიტიკური ინტრიგებისა და შეურიგებლობის ფონზე, მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფონს ქმნის. ამდენად, თითქოს მეორე პლანზე რჩება მისი ქალიშვილის, მარიასა და ახალგაზრდა ვენეციელის, გაბრილე ადორნოს სასიყვარულო ისტორია.
როგორც წესი, რეჟისორების კონცეფცია უფრო უკავშირდება მთავარი პოლიტიკური მეტოქეების - სიმონ ბოკანეგრასა და იაკოპო ფიესკოს შეურიგებელ დაპირისპირებას. ამდენად თითქმის ყველა დადგმაში აქცენტირებულია ვარსკვლავური დუეტი თუ დუელი ბარიტონსა და ბანს შორის.
ანდრეას ჰომოკის დადგმაშიც სწორედ ორი მთავარი გმირია: ევროპაში ცნობილი გერმანელი ბარიტონი კრისტიან გერჰაჰერი, რომელიც სიმონ ბოკანეგრას პარტიას ასრულებს და კრისტოფერ ფიშესერის (ბანი), რომლის წარმატებული დებიუტის შესახებ იაკოპო ფიესკოს პარტიაში, ასევე აღნიშნულია Opernmagazin-ის რეცენზიაში. რაც ოპერის მოყვარულებს შთამბეჭდავ იმედებს უსახავს მომავალშიც... ცხადია, ციურიხის ოპერაში მიღწეული წარმატების გათვალისწინებით.
ანდრეას ჰომოკის დადგმაში მოქმედება გადატანილია მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, ხოლო მხატვარი და დიზაინერი კრისტიან შმიდტი მბრუნავი სცენითა და შთამბეჭდავი განათებით ნაირგვარი ტრანსფორმაციისა და აღქმის საშუალებას იძლევა. სასახლის სცენებში იშვიათადაა გამოყენებული რეკვიზიტები და ცარიელი ოთახები თუ თეთრი კარებები რაღაცით ედვარდ ჰოპერის ფერწერულ ნამუშევრებს მოგაგონებთ...

ვიტყოდი, ეს უფრო უცნაური, კამერული და კონცეფტუალური დადგმაა, რომელიც გერმანულ ფსიქოლოგიურ დრამას უფრო ჰგავს. გუნდი მუდმივად სცენის მიღმა მღერის და ფაქტობრვად, მოქმედების გარეშეა დარჩენილი. რაც ოპერას აშკარა უკარგავს ეპიკურობას და პოლიტიკურ კონტექსტს. მითუმეტეს, დოჟებისა და პატრიცების დაპირისპირების სცენაში, რომელიც ოპერის მიხედვით, ვენეციის პარლამეტში ხდება. გამუდმებით მბრუნავი სცენა და ოთახები კი ცოტა თავბრუსხვევის შეგრძნებას ტოვებს. თუმცა ისიც გასაგებია, რომ პანდემიის გამო გუნდის დაშვება სცენზე რეალურად შუძლებელი იყო.

ასეა თუ ისე, „სიმონ ბოკანეგრას" წარმატებულ პრემიერაში დიდი წვლილი შეიტანა ქართველმა ტენორმა ოთარ ჯორჯიკიამ, რომელიც უკვე კარგა ხანია ევროპის ცნობილ საოპერო სცენებს იპყრობს. შემოდგომაზე კი შორეულ ავსტრალიაში, სიდნეის ცნობილ საოპერო სცენაზე, ჟორჟ ჟერმონის პარტია შეასრულა ვერდის „ტრავიატაში".

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა