კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება რუსთავის არჩევნები-გიორგი ვაშაძე

ნახვები: 421 საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება რუსთავის არჩევნები-გიორგი ვაშაძე

ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი" და „რესპუბლიკური პარტია" რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატს დიდი ალბათობით არ დააყენებენ.

ვაშაძის შეფასებით, საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება რუსთავის არჩევნები.

„სტრატეგია აღმაშენებელი" და „რესპუბლიკური პარტია" რუსთავში რამდენიმე კანდიდატურასთან დაკავშირებით ვფიქრობდით და შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვაპირებდით, თუმცა დღეს კონსულტაციები გვქონდა და შევთანხმდით, რომ კანდიდატურას დიდი ალბათობით არ დავაყენებთ. დანარჩენ დეტალებზე ჩამოვყალიბდებით, როცა „ლელოს" წარმომადგენლებთან გვექნება საუბარი. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება რუსთავის არჩევნები. იმედი მაქვს, შედეგიც იქნება ხალხისთვის სასარგებლო და კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ ხელისუფლების დემონტაჟისკენ. საკრებულოებში ახალი რეალობაა და შესაძლებლობა არის იმის, რომ ახლო მომავალში თუ არა, საშუალო ვადაში მაინც უმრავლესობა დაიშალოს და ახალი უმრავლესობა ჩამოყალიბდეს მეათე მოწვევის პარლამენტში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა