თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

საზმაუმ რეორგანიზაციის მიზეზით ის გადაცემა დახურა, რომელსაც ალტ-ინფო ემუქრებოდა

ნახვები: 539 საზმაუმ რეორგანიზაციის მიზეზით ის გადაცემა დახურა, რომელსაც ალტ-ინფო ემუქრებოდა

გადაცემა ახალი კვირა, რომელსაც ძალადობრივი დაჯგუფება ალტ-ინფო ემუქრებოდა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეორგანიზაციის მიზეზით დახურა.

გადაცემის წამყვანი იმედა დარსალია ფორმულასთან ამბობს, რომ ერთ-ერთი სიუჟეტის ეთერში გასვლიდან რამდენიმე საათში ალტ-ინფოს წევრები იმუქრებოდნენ, ზუსტად ერთ თვეში კი ტელევიზიამ გადაცემა დახურა.

"28 დეკემბერს მითხრეს, რომ გადაცემა იცვლის ფორმატს, ამ გადაცემამ ამ სახით ამოწურა საკუთარი თავი, მე გადაცემის წამყვანი აღარ ვარ და გამოცხადდა რეორგანიზაცია თებერვლის ბოლომდე. რეალურად სხვა მეტი არაფერი ვიცი, რეალური მიზეზი არ უთქვამთ, რატომ, რისთვის, როგორ მოხდა, მე რატომ აღარ ვარ წამყვანი. შეკითხვები მაქვს, რომლის პასუხები ვერ მივიღე მენეჯმენტისგან.

დღეს ჟურნალისტებმა ამოყარეს ის მუქარის წერილები, რომელსაც ალტ-ინფოს პარტიის ლიდერები საჯაროდ წერდნენ ერთ-ერთი რეპორტაჟის ეთერში გასვლიდან რამდენიმე საათში. რეალურად ძალიან არ მინდა, რომ ყველაფერი დავუკავშირო ამას იმიტომ, რომ ამ მუქარებიდან ზუსტად ერთ თვეში დაიხურა გადაცემა. ძალიან არ მინდა, ეს დავუკავშირო. არ ვიცი, ისევ ფაქტები მაინტერესებს და თვის ბოლოს დაველოდები, რას იზამს არხი", - ამბობს დარსალია.

საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

გადაცემის ერთ-ერთ ჟურნალისტს ქეთი თუთბერიძეს ანტიდასავლურ პროპაგანდაზე მომზადებული სიუჟეტების გამო ძალადობრივი ჯგუფების წევრები რამდენჯერმე დაემუქრნენ. 2018 წელს 25 დეკემბერს მას პრორუსულ პროპაგანდაზე მომზადებული სიუჟეტის გამო ულტრანაციონალური მოძრაობის წევრი თორნიკე ვაშაკიძე ფიზიკური ანგარიშსწორებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს კი მოლოტოვის კოქტეილების სროლით დაემუქრა. 2021 წლის 26 დეკემბერს თუთბერიძე ალტ-ინფოს წევრებმა აქციაზე ალყაში მოაქციეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა