კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკა გვარამია - წუხანდელი ღამე შედგა, როგორც პროტესტის ერთ-ერთი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ღამე ბოლო წლების ისტორიაში

ნახვები: 449 ნიკა გვარამია - წუხანდელი ღამე შედგა, როგორც პროტესტის ერთ-ერთი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ღამე ბოლო წლების ისტორიაში

ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის შეცვლა, რომ არ დავიღალოთ - ჩვენ მივდივართ ევროპაში, ამიტომ ჯერ მოვიდეთ აქ, ერთმანეთს დავეხმაროთ, - ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ღამე კარვებში გაათენეს.

მისი თქმით, წინ ხანგრძლივი და დაუღალავი ბრძოლაა.

„მეგობრებო, წუხანდელი ღამე შედგა, როგორც პროტესტის ერთ-ერთი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ღამე ბოლო წლების ისტორიაში. კვლავ დიდი მადლობა ამისთვის. არ არის მარტივი ღამისთევა ამ სიცივეში. ჩვენ გვჭირდება რაღაცნაირად ერთმანეთის შეცვლა, რომ არ დავიღალოთ. წინ ხანგრძლივი და დაუღალავი ბრძოლაა. ბრძოლა იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო. ბრძოლა იმისთვის, რასაც ჩვენ ამდენი წელი, ამდენი საუკუნეა დაუღალავად ვაკეთებთ. ჩვენ მივდივართ ევროპაში, ამიტომ ჯერ მოვიდეთ აქ, ერთმანეთს დავეხმაროთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას, რომ მოიტანეს თბილი სასმელები, საჭმელი. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მაინც ერთად დგომა და ერთმანეთის გამხნევებაა. გელოდებით აქ. შევიცვლებით. ლიდერები აქ ვიქნებით, ზოგიერთი წავა, ზოგი მოვა, მაგრამ ყოველთვის აქ ვიქნებით და რაც მთავარია, ჩვენ მეგობრებო, არ უნდა დავიშალოთ,“ - განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა 24-საათიანი აქცია დააანონსეს და მათ, აქციის მონაწილეებთან ერთად, ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს.

ადგილზე 20-ზე მეტი კარავი იყო გაშლილი, რის გამოც გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით: მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი.

აქციის ორგანიზატორებს რამდენიმე ადგილზე ცეცხლი ჰქონდათ დანთებული. ამასთან, ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის ურნებისა და სკამების საშუალებით გზა ჰქონდათ ჩახერგილი.

მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორები მთელი ღამით ამარაგებდნენ საკვებით, ცხელი ჩაით, ყავითა და თბილი პლედებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა