კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რამდენჯერაც მოხვედით პარლამენტში თქვენ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გაუფასურებული ლარი მყარდება, ასეთი რა ჯადო გაქვთ?!-გოცირიძე ფინანსთა მინისტრს

ნახვები: 440 რამდენჯერაც მოხვედით პარლამენტში თქვენ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გაუფასურებული ლარი მყარდება, ასეთი რა ჯადო გაქვთ?!-გოცირიძე ფინანსთა მინისტრს

გახარებული ველოდი თქვენს მოსვლას, ბატონო მინისტრო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ლარი გამყარდებოდა დღეს. რამდენჯერაც მოხვედით პარლამენტში და რამდენჯერაც მოვიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გაუფასურებული ლარი მყარდება, ასეთი რა ჯადო გაქვთ?! - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს, რომელსაც პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის" ფარგლებში უსმენენ.

მან ეროვნულ ბანკს მიმართა გაასაჯაროოს ინტერვენციების ის რაოდენობა, რომელსაც ის აწარმოებს სავალუტო ბირჟის მიღმა, რომელიც გოცირიძის თქმით, გასაიდუმლოებული ინფორმაციაა.

„დღეს რა შეიძლება გაუხარდეს საქართველოში თითოეულ მოქალაქეს, რა თქმა უნდა, ლარის გამყარება. გახარებული ველოდი თქვენს მოსვლას, ბატონო მინისტრო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ლარი გამყარდებოდა დღეს. რამდენჯერაც მოხვედით პარლამენტში და რამდენჯერაც მოვიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გაუფასურებული ლარი მყარდება. რა ასეთი ჯადო გაქვთ, რომ თქვენი აქ შემოსვლა მომენტალურად გადაეცემა ფინანსურ ბაზარს? არ ვიცი ეს თქვენი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ჯადოს დამსახურებაა თუ სხვა რამისა, მაგრამ ეროვნულ ბანკს ახლა ოფიციალურად მივმართავ, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ინტერვენციების ის რაოდენობა, რომელსაც ის აწარმოებს სავალუტო ბირჟის მიღმა. ეს არის გასაიდუმლოებული, შემდეგ თვენახევრის მერე ვიგებთ საერთო დაჯამებულ რაოდენობას, ოღონდ არ ვიცით, როდის განახორციელა მცირეოდენი ინტერვენციები, რომელიც ლარის რყევებზე გავლენას ახდენს. თუ მხოლოდ პოლიტიკური დადებითი ფონის შექმნისთვის კეთდება ეს, ჯანდაბას, კიდევ არაუშავს, მაგრამ ასეთი სწრაფი გამყარება და ხტუნაობა შესაძლებელია ბევრ სხვა ეჭვებსაც აღძრავდეს,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა