კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სააკაშვილი - ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერა გვექნება

ნახვები: 514 მიხეილ სააკაშვილი - ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერა გვექნება

ერთი წამითაც არ დავკარგავ ბრძოლის ჟინს, სანამ პირში სული მიდგას, სანამ აზროვნება შემიძლია და სანამ კიდევ სიცოცხლის ნიშანი შემრჩენია, იმიტომ, რომ წყდება საქართველოს ბედი, წყდება უკრაინის ბედი, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე, „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მათ ექნებათ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერა, რადგან „ისინი თავისუფლების მხარეს არიან“.

„მე ვარ ჩამოცილებული ჩემ შვილებს, მე ვარ ჩამოცილებული ჩემ სახლს, მე ვარ ჩამოცილებული საქართველოსაც და უკრაინასაც, მაგრამ მე ერთი წამითაც არ დავკარგავ ბრძოლის ჟინს, სანამ პირში სული მიდგას, სანამ აზროვნება შემიძლია და სანამ კიდევ სიცოცხლის ნიშანი შემრჩენია იმიტომ, რომ აქ ყველაფერი წყდება, წყდება საქართველოს ბედი, წყდება უკრაინის ბედი, წყდება ჩვენი თავისუფლების და წყდება ჩვენი ყოფნა-არყოფნის ბედი.

აფხაზებმა შეაჩერეს რუსების ჩასახლება თავის ტერიტორიაზე და ამ დროს, ჩემი შვილი ნიკუშა, რომელმაც ზაფხულში ფეხით მოიარა მთელი საქართველო, მიყვებოდა, რომ შეკვეთილში თავი ვეღარ იგრძნო საქართველოში იმიტომ, რომ რუსული არ იცის. იაპონური კი ისწავლა, მაგრამ რუსული არ იცის და ქართულად არავინ დაელაპარაკა“, -განაცხადა სააკაშვილმა და ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ „რაც საუკუნეების განმავლობაში არ მომხდარა, დღევანდელ სამყაროში, ქართველი, როგორც ერი გაქრება. მეორე და მესამე თაობა შეიძლება ქართველები აღარ იყვნენ უკვე“.

ამიტომ, სააკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ერთიანობა.

„ამიტომ ერთიანობა, ერთობლივი სრული ძალისხმევა - სამოქალაქო სექტორის, ახალგაზრდობის, ყველა პოლიტიკური პარტიის ვისაც მართლაც სამშობლო უყვარს, ყველანაირი ბრაზის და ბოღმის გვერდზე გადადება [მნიშვნელოვანია] და ეს ყველაფერი მოხერხებულია და ასეც არის. ახლა, მთავარია ცოტა კიდევ მეტი გამბედაობა, კიდევ მეტი მიწოლა, კიდევ მეტი ბრძოლისუნარიანობის ჩვენება და მე, დარწმუნებული ვარ, რომ უცხოეთის მხარდაჭერაც გვექნება სწორედ ამ პირობებში. ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერა გვექნება სწორედ ამ პირობებში.მე ძალიან კარგად ვიცნობ იმ ხალს, ვინც ახლა მოდის ადმინისტრაციაში ამერიკაში და ისინი თავისუფლების მხარეს არიან და იქნებიან, როდესაც შენ თვითონ გაქვს ამ თავისუფლებისთვის ბრძოლის თავი, თუ არა და ორ წუთში მოგიშორებენ. ამიტომ ახლა, ჩვენი ამოცანაა, რომ ვიბრძოლოთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად მის წინაშე არსებული „ამხელა უსამართლობისა, ის ბრძოლას აგრძელებს“. სააკაშვილი მოუწოდებს მის მომხრეებს, რომ იყვნენ აქტიურები.

„გილოცავთ „ვარდების რევოლუციის“ 21 წლის თავს, ეს იყო მსოფლიო მოვლენა, რომელმაც საქართველო გააჩინა მსოფლიო რუკაზე“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა