თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გიორგი ვაშაძე - შენ ვერასდროს მოახერხებ ქართველი ხალხის გაჩუმებას

ნახვები: 539 გიორგი ვაშაძე - შენ ვერასდროს მოახერხებ ქართველი ხალხის გაჩუმებას

ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს - შენ ამ ქვეყნის სირცხვილი ხარ და სირცხვილია, როდესაც ხალხი მშვიდობით დგას გარეთ და ამის მიუხედავად, ქურდულად იპარები ამ შენობაში, - ასე მიმართა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.

მისი თქმით, პარლამენტში ახლა „თვითმარქვია დეპუტატები შეიპარნენ“.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ბევრჯერ ეცადა, რომ ვინმე მაინც „შეეთრია პარლამენტში, მაგრამ დღეს მან ეს ვერ მოახერხა.“

“პარლამენტში თვითმარქვია დეპუტატები შეიპარნენ, რომლებიც გარკვეულ პროცედურებს ახორციელებენ ახლა. ჩვენ შევეცდებით, რომ ეკრანზე ის პროცესი გავუშვათ, რომელიც შიგნით მიდის. ჩვენი ბრძოლის გზა აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება.

ამ შენობის იქით რაც არ უნდა მოხდეს, ლეგიტიმაცია არ ექნება. ოპოზიციის არცერთი წევრი არ ესწრება ამ სხდომას, რითაც თითოეული ადასტურებს, რომ ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ აქვს და ვერც ვერასდროს ექნება. ბევრჯერ ეცადა „ქართული ოცნება“, რომ ვინმე მაინც შეეთრია პარლამენტში, მაგრამ დღეს მან ეს ვერ მოახერხა. ამიტომ, თქვენს წინაშე მე კიდევ ერთხელ ვდებ პირობას, რომ როგორც კი ამის შესაძლებლობა მომეცემა, მივმართავ პარლამენტს, რომ ბოლომდე გავაუქმებთ ჩვენს კონტაქტს ამ არალეგიტიმურ, თვითმარქვია სისტემასთან, რომელიც აქ არის. ძალა ერთობაშია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სიტყვით გამოსვლისას მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და განაცხადა, რომ ის ქართველი ხალხის გაჩუმებას ვერასდროს შეძლებს.

„ხალხის ხმა ახლა ესმის ბიძინა ივანიშვილს, რომელიც იქ [პარლამენტში] არის. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. შენ ვერასდროს მოახერხებ ქართველი ხალხის გაჩუმებას. საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელიც წავა წინ და არასდროს დაიხევს უკან. შენ ამ ქვეყნის სირცხვილი ხარ და სირცხვილია, როდესაც ხალხი მშვიდობით გარეთ დგას და მიუხედავად ამისა, ქურდულად იპარები ამ შენობაში.მოპარული, გადაწერილი არჩევნების შედეგი გინდა, რომ ლეგიტიმურად გამოაცხადო. არა და არასდროს ეს არ მოხდება.

გამარჯვება ჩვენი იქნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გამოსვლის ბოლოს ვაშაძემ აღნიშნა, რომ არ დაიხევენ უკან, პროტესტს აგრძელებენ და დადგება ის დრო, როდესაც გაიმარჯვებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა