მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

გიორგი გახარია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობის” მაშველი რგოლია-ირაკლი ქადაგიშვილი

ნახვები: 443 გიორგი გახარია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობის” მაშველი რგოლია-ირაკლი ქადაგიშვილი

ის, რითაც გიორგი გახარიამ ისპეკულიანტა წინა არჩევნებში, მოსახლეობისთვის ეს სპეკულაცია უკვე კარგად გაშიფრულია, ამიტომ, ახლა მისი პარტიის 10 პროცენტი დაახლოებით ერთ პროცენტზეა ჩამოსული, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ დაინახა, რომ გიორგი გახარია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არის „ნაციონალური მოძრაობის" მაშველი რგოლი.

„რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე იყო, რომელიც რუსთავის საუკეთესო მერია. რუსთავს მაჟორიტარ დეპუტატად ისეთი ადამიანი სჭირდება, რომელიც პირველ რიგში ორიენტირებული რუსთავზე იქნება და მერთან ერთად ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს, რაც რუსთაველებისთვის არის აუცილებელი. ალბათ, ამომრჩეველი მთავარ პირობად დააყენებს იმას, თუ რამდენად იქნება მათი მათი მომავალი დეპუტატი მომართული სწორედ რუსთავის ინტერესების გატარებაზე და პრობლემების გადაჭრაზე. რასაც ოპოზიცია აცხადებს, არის შიდა ოპოზიციური, პოლიტიკური ნარატივი, რომელსაც ნაკლები კავშირი ან არანაირი კავშირი არ აქვს რუსთავისა და გარდაბნის ინტერესებთან. არ შეიძლება, რომ ასეთ მძიმე დანაშაულში დადანაშაულებული პირი იყოს პარლამენტის წევრი. ამას ოპოზიცია პრინციპულად არ აღიარებს, რადგან ამ ოპოზიციას საკუთარი მმართველობის დროს დიდი დანაშაულები აქვს ჩადენილი. ის, რომ ეს ოპოზიცია რამდენიმე პარტიად დაიშალა, არ ნიშნავს, რომ ზნეობა შეიცვალეს. რაც შეეხება გიორგი გახარიას, ის, რითაც გიორგი გახარიამ ისპეკულიანტა წინა არჩევნებში, მოსახლეობისთვის ეს სპეკულაცია უკვე კარგად გაშიფრულია, ამიტომ, ახლა მისი პარტიის 10 პროცენტი დაახლოებით ერთ პროცენტზეა ჩამოსული იქიდან გამომდინარე, რომ თავის თავს წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის" ოპონენტად და ახალ, მესამე ძალად, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ის ყველა მომენტში, თანამდებობიდან გადადგომის დღიდან, არჩევნებში მონაწილეობისას და არჩევნების შემდეგ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არის მაშველი რგოლი „ნაციონალური მოძრაობის". რუსთავში ამომრჩევლისთვის ასეთი ეკლექტური ერთობა არაფრის მთქმელი არ არის გარდა იმისა, რომ ოპოზიცია ცდილობს, თავისი თავი გადაირჩინოს და არა - ამომრჩევლის ინტერესებზე იფიქროს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა