პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

საქართველოში ფარმაცევტული პროდუქტის სარეგისტრაციო პროცედურებზე ვადის შემცირება იგეგმება

ნახვები: 441 საქართველოში ფარმაცევტული პროდუქტის სარეგისტრაციო პროცედურებზე ვადის შემცირება იგეგმება

საქართველოში ფარმაცევტული პროდუქტის სარეგისტრაციო პროცედურების ვადების შემცირება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები მთავრობამ მოამზადა, რომელიც პარლამენტის ბიუროს 21 თებერვლის სხდომაზე წარედგინება.

ცვლილებებით, აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციისას 15-დღიანი ვადა შემცირდება - 7 დღემდე, ხოლო განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით პირველად შემოტანისას - 10 დღიდან 5 დღემდე.

მთავრობა განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მიერ აღიარებული სანდო მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზრებზე უშვებს მხოლოდ მაღალი ხარისხის ფარმაცევტულ პროდუქტს, საქართველო აღარ ახორციელებს აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის უსაფრთხოების, ხარისხისა და თერაპიული ეფექტიანობის დადგენის მიზნით განმეორებით ექსპერტიზას და მათი საქართველოს ბაზარზე დაშვება ხდება გამარტივებული პროცედურებით.

„პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო, მარეგულირებელს, ასევე, ფარმაცევტული პროდუქტის დისტრიბუტორებს, იმპორტიორებს და რეგისტრაციის მაძიებლებს, ფორსმაჟორულ პირობებში უწევდათ საქმიანობის წარმართვა და მკვეთრად გაიზარდა სააგენტოს დატვირთვაც. შესაბამისად, გართულდა რეგისტრაციის პროცედურების ვადაში წარმოება. კანონით გახანგრძლივდა ბაზარზე დაშვების ვადები ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმით სახელმწიფო რეგისტრაციისას შვიდი სამუშაო დღიდან 15 სამუშაო დღემდე, ასევე, განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით საქართველოს ბაზარზე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის პირველად შემოტანისას ხუთი სამუშაო დღიდან 10 სამუშაო დღემდე. პროცედურების გახანგრძლივებამ გარკვეულწილად შეაფერხა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მაღალი ხარისხის სამკურნალო საშუალებების შემოტანა", - განმარტავს მთავრობა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა